ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თვითიზოლაციაშია, რის გამოც კვირის ბოლოს დაგეგმილი საბჭოს სხდომა გადაიდო.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პრესმდივნის ინფორმაციით, შარლ მიშელის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. დარენ მაკფრეის განცხადებით, შარლ მიშელს კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, რის გამოც ის თვითიზოლაციაში გადავიდა.
პრესმდივნის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შარლ მიშელისთვის ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია.
1tv.ge