ევროკავშირის საბჭომ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.
სია, რომელიც 14 ქვეყანას ითვლიდა, 12-მდე შემცირდა. კერძოდ, უსაფრთხო ქვეყნებად სერბეთი და მონტენეგრო აღარ ითვლებიან.
შესაბამისად, ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, საზღვრები გაუხსნას საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, კანადის, მაროკოს, რუანდის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებს.
რაც შეეხება ჩინეთს, ევროკავშირი საზღვარს მხოლოდ ორმხრივი მზაობის შემდეგ გაუხსნის.
სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება. 14 ქვეყნისგან შემდგარი სია ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა.
imedinews.ge