ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიის წინადადება დაამტკიცა, რომელიც კორინავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო ევროკავშირის მოსაზღვრე 10 ქვეყნისთვის მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს.
საუბარია Team Europe-ს დახმარების პროგრამის განხორციელებაზე. მთლიანი თანხა 3 მილიარდი ევროა, საიდანაც საქართველო 150 მილიონ ევროს მიიღებს.
თანხის ყველაზე დიდ ნაწილს, კერძოდ კი 1,2 მილიარდ ევროს უკრაინა მიიღებს, მეორე ადგილზეა ტუნისი (600 მილიონი ევრო).
დახმარებას მიიღებენ ასევე შემდეგი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, მოლდოვა, კოსოვო, იორდანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა და ალბანეთი.
Imedinews.ge