დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 30 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის 30 290 698 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 678 653 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge