ევროკავშირის ქვეყნები ნავთობზე ზედა ზღვრის $60-მდე დაწევას განიხილავენ

ევროკავშირის ქვეყნები ნავთობზე ზედა ზღვრის $60-მდე დაწევას განიხილავენ

access_time2022-12-01 17:30:11

ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნედლი ნავთობის ფასის ზედა ზღვრად $60-ის დაწესებას განიხილავენ. ამის შესახებ Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს.

 

რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებები გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა, რადგან პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა მოითხოვეს ფასი, რომელიც უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს რუსეთზე. მათი მტკიცებით, შეთავაზებული წინადადება, რომელიც ბარელზე $62-ის განსაზღვრას ითვალისწინებს, საკმარისად მკაცრი არ არის. ფასის კიდევ უფრო აწევა მოითხოვა საბერძნეთმა.

 

უცნობია, ახლა ქვეყნები თანხმდებიან თუ არა $60-ზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, საკითხზე დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ქვეყნების ნაწილისთვის ეს ფასი შესაძლოა მისაღები იყოს სხვა პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად.

 

$60-იანი ფასის ზღვარი ჯერჯერობით ოფიციალურად განსახილველი ფასი არ არის. ევროკავშირის ელჩები ყოველკვირეულ შეხვედრაზე გუშინ შეიკრიბნენ, მაგრამ ეს ფასი ოფიციალური დღის წესრიგში არ ყოფილა.

 

ევროკავშირის დონეზე ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს ყველა წევრი სახელმწიფოსა და ასევე G-7-ის ქვეყნების მხარდაჭერას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, $60 G-7-ის დიაპაზონში ჯდება.

 


ფასზე ზედა ზღვრის დაწესების მიზანია ქვეყნებმა შეინარჩუნონ რუსული ნავთობის ნაკადები, რათა თავიდან აიცილონ გლობალურად ნავთობის ფასის ზრდა და, ამავე დროს, შეიზღუდოს კრემლის შემოსავლები.

 

ორივე ჯგუფის ქვეყნები თანხმდებიან, რომ ფასის ზედა ზღვართან ერთად, უნდა შემუშავდეს მისი გადახედვის მექანიზმი.

 

$60 ოდნავ აღემატება ურალის ნავთობის ამჟამინდელ ფასს.

 

საბაზროზე ნაკლები ფასის დაწესების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ რუსეთი ნავთობის მიწოდებას შეწყვეტს, რაც გლობალურად საწვავის ფასის ზრდას გამოიწვევს.

 

ასევე Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მზადდება ბრძანება ნავთობის მიყიდვის აკრძალვის შესახებ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ.

 

5 დეკემბერს ძალაში შედის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს  ტანკერებით გადაზიდულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას.

 

businessformula





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up