მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურის სოფლის მეურნეობის მეცნიერულ-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზის ტერიტორიაზე მცენარეების გენეტიკური რესურსების ცენტრი შეიქმნა, სადაც ხილის და ყურძნის ასობით სახეობა დაგროვდება.
საცავი 800 კვ.მ. სათბურებში განთავსდება, რომლებიც უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, ევროკავშირის, და მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის ხელშეწყობით აშენდა.
ინფრასტრუქტურის გარდა, კერძოდ, სათბურების, სადაც მცენარეებს მწერების და ვირუსებისგან დაიცავენ, პროექტი ასევე ცენტრის თანამშრომელთა გადამზადებასაც ითვალისწინებს.
„სპეციალური ტრენინგების გავლის შემდეგ ისინი ინფრასტრუქტურის მართვას და მოვლას შეძლებენ და ასევე გენეტიკურ მასალასთან მუშაობის უნარ-ჩვევები ექნებათ“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო დონეზე სერტიფიცირებული სათესლე მასალის დანერგვა, უკვე არსებულის ხარისხის გაუმჯობესება, ქართული სათბურების ევროპულ ხარისხამდე მიყვანა, და ადგილობრივი მწარმოებლებისადმი ნდობის ზრდაა.
კვლევით ცენტრში განაცხადეს, რომ სათბურებში მაღალი კატეგორიის სათესლე მასალადა მზადდება, შემდეგ კვალიფიცირებულ საშენებს გადაეცემა, რომლების თავის მხრივ, ფერმერებს და გლეხებს მაღალი ხარისხის მასალას გადასცემენ.
ვენახის შემთხვევაში საუბარია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ სახეობებზე, რომლებიც ადგილობრივი მრეწველობისთვის აქტუალურია.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ 2024 წლამდე ბაზარზე მხოლოდ სერტიფიცირებული სათესლე მასალის გამოყენება უნდა უზრუნველყოს.
ამ დროისთვის დასრულებულია სათბურების მშენებლობა, გაზაფხულზე უკვე დაიწყება მასალების გადატანა ახალ საცავებში.
მაღალი ხარისხის, უვირუსო სათესლე მასალის შექმნას 2-3 წელი დასჭირდება, შესაბამისად, 2024 წლისთვის უკვე შესაძლებელი იქნება მასალების გადაცემა სოფლის მეურნეობაში.
ბანკში შენახული ყველა მცენარე სერტიფიცირებული იქნება, რის გამოც, მათგან მოყვანილ პროდუქტისთვის ევროპაში ექსპორტი გახსნილი იქნება.
ჯიღაურის კვლევით ცენტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის და მდებარეობს 80 ჰექტარზე თბილისიდან 80 კილომეტრში. საცავში ასობით სახეობის ვენახი, ხილი, კენკროვნები და კაკლოვანები ინახება. იქვე მოქმედებს მაცივარი, ორანჟერეები, და ვირუსოლოგიის ლაბორატორია.
სათბურები ჯიღაურაში „საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის .ევროკავშირის ინოვაციური ინიციატივის ფარგლებში“ აშენდა. პროექტს სურსათი საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროსთვის არსებული რამდენიმე ფონდია ფინანსებს.
east-fruit.com
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ