ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა საუკეთესო CSR ინიციატივები დააჯილდოვა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა საუკეთესო CSR ინიციატივები დააჯილდოვა

access_time2018-12-14 12:21:00

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, 13 დეკემბერს, სასტუმროში „ბილტმორი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.


საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 41-მა კომპანიამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან, მათ შორის იყვნენ: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან,  და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.


დაჯილდოების ცერემონია გახსნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ. შემდგომ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა  ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ - კარლო ნატალემ. მისასალმებელ სიტყვას მოჰყვა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიებისათვის ჯილდოების გადაცემა საპატიო სტუმრების მიერ. ცერემონიას დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.



საუკეთესო CSR ინიციატივებისათვის დააჯილდოვნენ შემდეგი კომპანიები:


  1. წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნესი - ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა - კომპანიას ჯილდო ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა.
  2. საქართველოს ბანკი დაჯილდოვდა კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა” აპლიკაციისთვის
    “გზად” - გამარჯვებულს ჯილდო ასევე კარლო ნატალემ გადასცა.
  3. იმავე კატეგორიაში,  გაიმარჯვა მცირე და საშუალო კომპანიამ “თი ერ სი” პროექტით “არ გადაყარო, რისი გადამუშავებაც შეიძლება” - კომპანიას ჯილდო გადასცა კონკურსის ევროპელმა ჟიურის წევრმა ანა ბოლტმა.
  4. პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ს გადაეცა ჯილდო კატეგორიაში “პასუხისმგებელი დამსაქმებელი” (მცირე და საშუალო კომპანია) მის მიერ განხორციელებული თანამშრომლების განვითარების პროგრამისათვის - კომპანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე- თამილა ბარკალაიამ დააჯილდოვა.
  5. სადაზღვევო კომპანიამ “ჯიპიაი ჰოლდინგი” გაიმარჯვა კატეგორიაში “კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე” მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის - ჯილდო, გამარჯვებულ კომპანიას, გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე.
  6. თიბისი ბანკმა გაიმარჯვა კატეგორიაში “საზოგადოების მხარდაჭერა” პროექტით “წერე ქართულად” - ჯილდო გადასცა შევედეთის სამეფოს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ დიტერსტრომმა.
  7. იგივე კატეგორიაში, ასევე, დაჯილდოვდა მცირე და საშუალო კომპანია “ეისითი” სოციალური მისიის მქონე ბიზნესის მხარდაჭერისათვის - ჯილდო გადასცა „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.
  8. კატეგორიაში “სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა” გაიმარჯვა კომპანიამ “ნატახტარი” პროექტით “იზრუნე მომავალზე” - ჯილდო გადასცა იტალიის რესპუბლიკ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ სტეფანო კრეენციმ.
  9. სარეკლამო კომპანია HOLMES&WATSON” დაჯილდოვდა კატეგორიაში “შემოქმედებითი CSR” პროექტისთვის #არგამბოლო - კომპანიას ჯილდო გადასცა კონკურსის ევროპელმა ჟიურის წევრმა პაველ ჰრიცამ.
  10. კატეგორიაში “ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა” გამარჯვებულად დასახელდა “პალიტრა მედია ჰოლდინგი” პროექტისათვის “მაკულიტერატურა” - ჯილდო ამ კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიას გადასცა ლორენ რასელმა, USAID-ის  ეკონომიკის განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილე.



ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილე კარლო ნატალე კონკურსის შესახებ: „ ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება უმნიშვნელოვანესი ნაწილია საზოგადოების ეკონიმიკური, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარებისათვის, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. შესაბამისად, კონკურსის საშუალებით, ბიზნესის მიერ განხორციელებული შესანიშნავი მაგალითების გაზიარება, მხოლოდ და მხოლოდ განავითარებას ამ პროცესს, გაზრდის სხვა ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებას და სასიკეთოდ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე“.



მხარდაჭერა: საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი გაიმართა ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციების, ბიზნეს-პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა: ფინანსთა სამინისტროს აკადემია; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თბილისის მერია; შვედეთის საელჩო საქართველოში; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); CENN; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო; საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; “აწარმოე საქართველოში”; ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).


საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალურ, ნარჩენების მართვის კატეგორიას მხარს უჭერდა USAID–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (ფაზა II), რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორია „შემოქმედებითი CSR” კი განხორციელდა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მხარდაჭერით.



საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “Meliora 2018”
სპონსორები იყვნენ შემდეგი კომპანიები:
სასტუმრო ბილტმორი, დუგლაძეების ღვინის კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ (MBC), სარაჯიშვილი, Holiday Inn, Holo, Tep.


პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ შესახებ ინფორმაცია:  პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (2017-2020) ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC); განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).




ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).


(R)


თეგები:
მელიორა



„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up