ევროკავშირის ლიდერებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ლიდერებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

access_time2020-02-22 22:00:39

ევროკავშირის ლიდერებმა შვიდწლიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 20 თებერვალს ბრიუსელში დაწყებული სამიტი შედეგების გარეშე დასრულდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ბიუჯეტის კომპრომისულ ვარიანტს მხარი არ დაუჭირეს.


„უნდა ვაღიაროთ, რომ შეთანხმების მოსაძებნად განსხვავებები ზედმეტად დიდია. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.


თავის მხრივ, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა.


„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ბოლო დღეები და კვირები შეთანხმების მისაღწევად. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ დრო გვჭირდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.



მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ევროკავშირის ლიდერების მორიგი შეხვედრა.


ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოწვევით შეიკრიბნენ, რათა 2021-2027 წლების ბიუჯეტის პროექტი შეეთანხმებინათ. გრძელვადიანი ბიუჯეტის შეთანხმება ევროკავშირის ლიდერებისთვის ყოველთვის რთული ამოცანაა, თუმცა ამჯერად აღნიშნულ საქმეს ართულებს ისიც, რომ ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის გამო ევროკავშირის ბიუჯეტს მომავალი შვიდი წლის განმავლობაში 75 მილიარდი ევრო დააკლდება, ხოლო კლიმატური ცვლილებები და მიგრაციის პრობლემები დამატებით ხარჯებს ითხოვს.


ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ უფრო მეტად და ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. დანია, ავსტრია, შვედეთი და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ისინი არ მიიღებენ ბიუჯეტს, რომლის მოცულობაც ევროკავშირის მთლიანი ეროვნული შემოსავლი ერთ პროცენტზე მეტი იქნება. ოთხეული ეწინააღმდეგება ბიუჯეტის პროექტს, რომლის ერთი მესამედი ღარიბი რეგიონების განვითარებისთვის არის გათვალისწინებული, კიდევ ერთი-მესამედი კი ფერმერებისთვის. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები საზღვრების მართვის გაძლიერების, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ზომების, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების დაფინანსების გაზრდას ემხრობიან.


ნაკლებად ძლიერი ეკონომიკის მქონე სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სოფლის მეურნეობის დაფინანსების შემცირების წინააღმდეგები არიან. მათ მხარს უჭერენ საფრანგეთი და ირლანდია. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ანგელა მერკელთან, რომლის ქვეყანა ევროკავშირის ხაზინაში ყველაზე მსხვილი გადამხდელია, რათა წევრ სახელმწიფოებს შორის უთანხმოება გადაილახოს.


„ვფიქრობ, ძალიან კარგი გზა არ არის, ჯგუფების შექმნა და საკითხების დაბლოკვა კოალიციების შექმნით“, – აღნიშნა მაკრონმა.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up