ევროკავშირის ლიდერები Brexit-ზე: „მითხარით, რომ ეს სიზმარია“

ევროკავშირის ლიდერები Brexit-ზე: „მითხარით, რომ ეს სიზმარია“

person access_time2016-06-24 11:31:58

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შედეგებზე ემოციურად რეაგირებენ. „ბიბისი“ მათ მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილ ციტატებს აქვეყნებს. „ეშმაკმა დალახვროს, ცუდი დღეა ევროპისთვის“ – დაწერა „ტვიტერში“ გერმანიის ვიცეკანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა კი რეფერენდუმის შედეგებს „ევროპისა და ბრიტანეთისთვის სამწუხარო დღე“ უწოდა. 


„გთხოვთ, მითხრათ, რომ მძინავს და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ცუდი სიზმარია,“ – ასე ეხმაურება რეფერენდუმის შედეგებს ფინეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ალექსანდრ სტუბი. 

 

როგორც ცნობილია, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი. შედეგად გაჩნდა აზრი, რომ ბრექსიტმა შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია, იგივე დომინოს პრინციპი გამოიწვიოს და ევროკავშირში შემავალმა სხვა სახელმწიფოებმაც მოინდომონ ბრიტანეთის დატოვება. 

 


საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი და 2012 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მარი ლე პენი კი დიდ ბრიტანეთს „ბრექსიტის“ შედეგებს ულოცავს. ლე–პენი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ თავისუფლებამ გაიმარჯვა. მისივე თქმით, ანალოგიური რეფერენდუმი საფრანგეთში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც უნდა ჩატარდეს, რაზეც იგი რამდენიმე წელია საუბრობს. 

 

„ბრექსიტი“ ევროკავშირის სხვა პოლიტიკოსებსაც შთააგონებს: ჰოლანდიის „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, გერტ ვილდერსმა განაცხადა, რომ მისი პრემიერობის შემთხვევაში ქვეყანა ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს აუცილებლად ჩაატარებს. 


„ჩვენ გვინდა გვქონდეს საკუთარი სახელმწიფო, ჩვენი საკუთარი ფული, საზღვრები და საიმიგრაციო პოლიტიკა,“ – განაცხადა მან. ჰოლანდიური სატელევიზიო არხის, Een Vandaag-ის გამოკითხვების შედეგად, მოსახლეობის 54% რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერს. „ახალი ეტაპის დაწყების დროა, რომელიც ჩვენს ძალებსა და სუვერენიტეტზე იქნება დამყარებული. თუ მე პრემიერ მინისტრი გავხდები, ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება. მივცეთ ჰოლანდიელ ხალხს არჩევანის გაკეთების საშუალება!“ აღნიშნა ვილდერსმა.


 




კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up