ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

access_time2016-08-03 11:35:55

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობაა.

 

 

როგორც სოფლის მეურნეობის სამინიტროში განაცხადეს, პროგრამის სრული ბიუჯეტი 6,8 მილიონი ლარია. პროგრამის ერთ-ერთი მიზანი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიების პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობაა.

 

 


ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ არაერთ პროგრამას, მათ შორის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD), უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს აგრარული დარგის განვითარებაში.

 

 



„ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ შეთანხმება გულისხმობს ახალ მიდგომას, რომელმაც ხვალინდელი სოფლის მოდელი, ხვალინდელი სოფლის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს და რომელიც სოფლის განვითარების ყველა კომპონენტს მოიაზრებს",- განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

 


როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტმა გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიომ აღნიშნა, სოფლის განვითარების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონოსძიებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის განვითარებაში.

 

 

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობის წილის გაზრდა, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მაღალმთიან რეგიონებში სიღარიბის შემცირება და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში შემოსავლის გაზრდა. შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოფლის განვითარებისთვის", - განაცხადა შომბი შამბმა.

 

 

ორწლიანი პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდება.

 

 



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up