ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება საქართველოში ვაქცინის ჩამოტანასთან დაკავშირებით

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება საქართველოში ვაქცინის ჩამოტანასთან დაკავშირებით

access_time2021-03-13 14:51:11

“მიუხედავად იმისა, რომ კრისტიან დანიელსონთან ერთად ძალზე ინტენსიური პოლიტიკური მედიაციის პროცესში ვიმყოფები, საქართველოს, კოვაქსის პლატფორმის მეშვეობით 43 000 ვაქცინის დოზის მიღებას ვულოცავ.”  ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. 


მისივე განცხადებით ევროკავშირი და ევროპის გუნდში შემავალი პარტიორები კოვაქსის ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერები არიან.

”მათ 2.2 მილიარდი ევრო გამოყვეს ვაქცინების სამართლიანად გავრცელების მიზნით. ვამაყობ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, ერთერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა ამ პლატფორმის საშუალებით.

შემდეგი ნაბიჯი ვაქცინაციის დაწყებაა. ასევე ვამაყობ, რომ ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას ტრენინგის, რჩევების და ლოგიჯისტიკური მხარდაჭერით იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტინად მიწოდება მათთვის, ვისაც ის ყველაზე უფრო სჭირდება.”  აღნიშნა კარლ ჰარცელმა.   

ევროკავშირის ელჩის განცხადებით პანდემიის დასაწყისიდანვე, ევროკავშირი და ევროპის გუნდი საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან და ფინანსურად ეხმარებიან როგორც მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ისე უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ ინიციატივებს და კერძო სექტორის ძალისხმევას.

“საქართველოსთვის გამოყოფილი ეს მხარდაჭერის პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობის მანიშნებელია.

ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინაააღმდეგ ბრძოლაში და იმედს გვისახავს. ევროკავშირი კვლავაც გვერდში უდგას საქართველოს ვირუსთან ბრძოლის გზაზე.” აღნიშნა კარლ ჰარცელმა. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up