ევროკავშირის ელჩებისგან  დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები და ტურისტული კავშირები - ნათია თურნავა

ევროკავშირის ელჩებისგან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები და ტურისტული კავშირები - ნათია თურნავა

access_time2020-06-02 23:10:39

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ვიდეო კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინიციატივით მოეწყო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ონლაინ კონფერენციაზე ნათია თურნავამ ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასა და მის მიმდინარეობაზე, ასევე სამთავრობო სტრატეგიაზე, რომელიც უკავშირდება პანდემიის გამო შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანას, მათ შორის, ახალ საინვესტიციო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად. აგრეთვე საქართველოს მზადყოფნაზე, პირველი ივლისიდან უმასპინძლოს საერთაშორისო მოგზაურებს და მათ უსაფრთხო დასვენება შესთავაზოს.



ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 20 სახელმწიფოს ელჩები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.




„მე მადლობა გადავუხადე მათ გაწეული მხარდაჭერისთვის როგორც ჩვენი რეფორმების, ასევე პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარების კუთხით. გავაცანი ევროკავშირის ელჩებს ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც კრიზისის შერბილებისკენაა მიმართული, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორ დავუჭერთ მხარს ეკონომიკას პოსტკრიზისულ პერიოდში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ონლაინ კონფერენციის დასრულების შემდეგ.



ნათია თურნავას თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაინტერესდნენ საქართველოს მიერ ტურიზმის სექტორის გახსნის თაობაზე.



„ჩვენ გავუზიარეთ მოსაზრებები, რა მოლოდინები გვაქვს, რამდენად მიმზიდველია საქართველო და მზად ვართ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან ევროკავშირიდან ჩამოსულ სტუმრებს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ვუმასპინძლოთ. ევროკავშირის ელჩებისგან ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია მათი ქვეყნების მზადყოფნის შესახებ და მათი მხრიდან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები, კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის, მათ შორის, განახლდეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ელჩები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up