ევროკავშირის დღგ- სთან დაკავშირებულ დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს

ევროკავშირის დღგ- სთან დაკავშირებულ დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს

access_time2019-07-05 18:00:47

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც შემუშავდა საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან (2006/112/EC) დაახლოების მიზნით, რის ვალდებულებაც საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულებით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



„დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, საჯარო განხილვისთვის უკვე გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროსა www.mof.ge და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4602816?publication=0 ოფიციალურ ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის.



ფინანსთა სამინისტრო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფს სთავაზობს შენიშვნები და წინადადებები გამოაგზავნოს სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: VATREFORM@MOF.GE



პარალელურად, უახლოეს პერიოდში, დაიწყება გამოქვეყნებული დოკუმენტის საჯარო განხილვა ბიზნესასოციაციებთან და ყველა დაინტერესებულ მიზნობრივ ჯგუფთან.




აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტით ცვლილებები შეეხო საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას, რის გამოც კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები სრულად ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.



• მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის;


• შემუშავდება შიდა პროცედურები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით;


• მომსახურების გაწევის ადგილის ევროპული პრაქტიკის დანერგვა და საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეღავათების სპექტრის გაზრდა, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს;


• ქართული და ევროპული დღგ-ის შესაბამისობა, ევროკავშირში დაფუძნებული ბიზნესებისთვის სხვადასხვა ბიზნეს ხარჯებზე დღგ-ის დაბრუნების წესის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს;


• შენარჩუნებულია ყველა არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს;


• შედეგად, ასევე, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება“ – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.




თეგები:
დღგ



ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up