ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის მხარდამჭერი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა

ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის მხარდამჭერი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა

access_time2020-05-09 17:45:10

ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის მხარდამჭერი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა

“27 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ევროკავშირი დღეს ევროპის ევროკავშირის სამოცდამეათე წლის თავს აღნიშნავს - ერთი მთავარი მოწოდებით „ერთად უფრო ძლიერები ვართ“. რეფორმების ეფექტიანად გატარების გზით დაწყებულია ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრირების შეუქცევადი პროცესი, რისკენაც საქართველო ისტორიულად ისწრაფვის. სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების დამკვიდრება, ხელშეწყობა, გაძლიერება და კონკურენციის საერთაშორისო ოჯახის ღირსეული წევრობა. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტი - “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ განხორციელდა, რომლის ძირითადი მიზანი იყო - DCFTA-ის დებულებების შესაბამისად, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება, არსებული კანონმდებლობის დახვეწა, სააგენტოს საქმიანობის პროდუქტიულობის ზრდა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კონკურენციის პოლიტიკისა და კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობა არის ეკონომიკის გაძლიერების, მომხმარებელთა კეთილდღეობის, მათი უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი და შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა ის აქტივობა - არის წინაპირობა, რომ დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გადადგას დროული, ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები და ყველა ის ნაკისრი ვალდებულება, რომელიც კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებას უკავშირდება სრულფასოვნად შეასრულოს.


საქართველოში კონკურენციის ხელშეწყობისათვის გაწეული სამუშაოსათვის, განსაკუთრებული მადლობა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს - მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ევროპის მოქალაქეებს, ყველას ვინც ევროპის გულშემატკივარი და ევროპული ღირებულებების მატარებელია“, - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up