ევროკავშირის დაფინანსებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დაიწყო

ევროკავშირის დაფინანსებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დაიწყო

access_time2022-09-29 12:40:00

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება" დაიწყო. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.


პროექტის მიზანია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, GNCA-ს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება.


„ევროკავშირის დაფინანსებით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 2 წლიანი Twinning-ის პროექტი დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის ეფექტიან აღსრულებას. კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1 ივნისს, აღსრულებას ჩვენი უწყება 1 ნოემბრიდან დაიწყებს. პროექტის მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია - ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის, გაზიარების საფუძველზე საქართველოში დავნერგოთ, გავაძლიეროთ მომხმარებლის დაცვის მაღალი ხარისხი და კეთილსინდისიერი ქცევის კულტურა“, - განაცხადა ღონისძიებაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.



„ევროკავშირი მოხარულია, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. ეს პროექტი დროულია, მიმდინარე წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის ფონზე და საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან უფრო მეტი დაახლოებისთვის საქართველოს მუდმივი ძალისხმევის ფარგლებში. პროექტი გააძლიერებს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს არა მხოლოდ კონკურენციის სფეროში, არამედ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებითაც. ეფექტური, კარგად ფუნქციონირებადი ზედამხედველობის სისტემა აუცილებელია, როგორც მომხმარებლების, ბიზნეს სექტორის და ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად, ასევე მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.


„ჩვენთვის დიდი პატივია რომ გავიმარჯვეთ ამ დაძმობილების პროექტში და წარმოვადგინოთ ლიეტუვა, რომელიც, ევროკომისიის მონაცემებით, ბოლო წლებში ევროკავშირის დაძმობილების პროგრამაში ყველაზე წარმატებული ევროკავშირის ქვეყნების ხუთეულშია. ჩვენი მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური ექსპერტები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დახმარება გაუწიონ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებაში და გააძლიერონ სააგენტოს ინსტიტუციური განვითარება“ - განაცხადა ლიეტუვის რესპუბლიკის კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, პროექტის ხელმძღვანელმა, შარუნას კესერაუსკასმა.


პროექტის გახსნის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი კოლეგა უწყებების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.


პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 2 წლის ვადით, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up