ევროკავშირის ბაზარზე მატყლს ორი ქართული კომპანია გაიტანს

ევროკავშირის ბაზარზე მატყლს ორი ქართული კომპანია გაიტანს

person access_time2016-03-18 12:18:51

ცხოველური წარმოშობის პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შევა, მატყლია. 

ე.წ. მესამე ქვეყნების იმ სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანა შეიძლება, საქართველოც დაემატა. ამ ეტაპზე ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია აღიარა: შპს “ჯორჯიან ვულ” და შპს “ქართული მატყლის კომპანია”. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში დაუმუშავებელი (გაურეცხავი) მატყლის გატანა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია.


როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფოს როლი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში ძალიან დიდია და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართულ მატყლს ევროკავშირისგან აღიარება მიეღო. მათი ინფორმაციით, კომპანიები ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დეტალური ინფორმაცია სულ მალე გახდება ცნობილი. 


,,სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო ძირითადი პასუხისმგებლობა - ხარისხის კონტროლი. სიხშირე და საექსპორტო ფასის დადგენა კი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ბიზნესზე. მათ უნდა შეაგროვონ იმ რაოდენობის და იმ ხარისხის მატყლი, რომელსაც პარტნიორი მხარე მოითხოვს. ამ შემთხვევაში ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ნდობა გამოუცხადეს არა რომელიმე კერძო კომპანიას, არამედ ქვეყანას. პრინციპში, ევროპამ აღიარა, რომ საქართველოში ვეტერინარული სისტემა მუშაობს”, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლაშა სოხაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში. 


მისი თქმით, ვეტერინარული სამსახური პერიოდულად ახორციელებს კონტროლს იმ საწარმოებში, რომლებშიც მატყლი გროვდება და ამასთანავე აწარმოებს წვრილფეხა პირუტყვის მუდმივ მონიტორინგს. 

ლაშა სოხაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მატყლის შეგროვება მოხდეს მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისგან. მომავალში კი სახელმწიფოსგან რეკომენდაცია გაეწევა ყველა იმ კომპანიას, რომელიც ევროკავშირის კრიტერიუმების ნუსხას დააკმაყოფილებს.


,,ამ ეტაპზე ორ საწარმოს მიენიჭა უფლება მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გატანის. ვერ ვიტყვი, რომ მათ ასი პროცენტით შეძლეს ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება, მაგრამ მინიმალური მოთხოვნები ნამდვილად შეასრულეს”, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა ვეტერინარმა. 


საქართველოდან მატყლის პირველი საცდელი პარტია ბრიტანეთში 2015 წლის სექტემბერში ,,ქართული მატყლის კომპანიამ” გააგზავნა. თუმცა იმ პერიოდში საქართველო მესამე ქვეყნების ნუსხაში არ შედიოდა, რის გამოც კონტეინერი უკან გამოაბრუნეს. კომპანიის დირექტორის, ზაურ კულიევის განცხადებით, მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთთან მატყლის მიწოდებაზე განახლდა და შეთანხმების დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

,პირველ ეტაპზე ვაპირებთ 22 ტონა მატყლის გატანას. ბრიტანეთიდან დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ექსპორტზე 2-3 კვირაში გავალთ. კილოგრამს მოსახლეობისგან 80 თეთრად ვიბარებთ. საექსპორტო ფასი, რომელზეც შარშან ვიყავით შეთანხმებული, ერთი დოლარი და 5 ცენტი იყო. ამ კუთხით დიდ ცვლილებას არ ველოდებით”, - აღნიშნა კულიევმა. 

 

"ქართული მატყლის კომპანიას" ამჟამად მატყლი ექსპორტზე უკრაინასა და ინდოეთში გააქვს. თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, აღნიშნულ ბაზრებზე მატყლის ფასი გაცილებით დაბალია. შესაბამისად, კომპანიაში ევროკავშირის ბაზარზე გასვლით მეტ მოგებას ელოდებიან. ზაურ კულიევი მოლაპარაკებების წარმოებას გერმანიასთან, ესტონეთთან და იტალიასთანაც გეგმავს და აცხადებს, რომ კომპანია თვეში 200 ტონამდე მატყლის მიწოდებას მოახერხებს და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნის ციკლურად დაკმაყოფილებასაც შეძლებს. 


შპს "ჯორჯიან ვულის” დირექტორის გია ხადილაშვილის განცხადებით, კომპანია მოლაპარაკებებს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის გერმანიასთან და ესტონეთთან აწარმოებს. ხადილაშვილი ახალ საექსპორტო ბაზრებს სიფრთხილით ეკიდება და პირველ ეტაპზე მცირე კონტეინერის გაგზავნას აპირებს. 


,,ამჟამად 80 ტონამდე მატყლის მარაგი მაქვს საწარმოში. ამ ბიზნესში დიდი ინვესტიცია ჩავდე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საექსპორტო ბაზარზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ,,ჯორჯიან ვულის” დირექტორი. 

 

მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელი ბექა გონაშვილი ქართული მატყლისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნას მიესალმება და იმედოვნებს, რომ ქართული მხარე სტანდარტების დაკმაყოფილებას შეძლებს, მეცხვარეობის მთლიან ციკლში არსებული პრობლემები კი ეტაპობრივად აღმოიფხვრება. 




მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up