ქართველი მეფუტკრეები თაფლის ექსპორტზე გასატანად ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

ქართველი მეფუტკრეები თაფლის ექსპორტზე გასატანად ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

access_time2019-07-23 11:00:03

vedomosti -ის ინფორმაციით, რუსეთში  ფუტკრების 60% დაიხოცა.  რუსული მედიის ინფორმაციით, მწერების მასობრივი დაღუპვის მიზეზი სავარაუდოდ ქიმიკატების და სხვადასხვა მასალების გამოყენება გახდა. ფუტკრების  მასობრივი სიკვდილიანობისგან რუსეთის ზარალი 1 ტრლნ. რუბლს შეადგენს.


ანტიბიოტიკების ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ ქართველ მეფუტკრეებსაც, რაზეც კომერსანტი“ არაერთხელ წერდა. 


ამჯერად მედიაპორტალი დაინტერესდა რა მდგომარეობაა ფუტკრის სამკურნალო ანტიბიოტიკების გამოყენების კუთხით საქართველოში? როგორ აისახება რუსეთში განვითარებული მოვლენები ქართველ მეფუტკრეებზე და ჩაანაცვლებს თუ რუსულ თაფლს ქართული თაფლი.

 

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი ალეკო პაპავა აცხადებს, რომ ანტიბიოტიკების მოხმარება მეფუტკრეებში წელს საგრძნობლადაა შემცირებულია და შესაბამისად, ამ მიზეზით ფუტკრების მასიური განადგურება მოსალოდნელი არ არის. 


„ჩვენ მეფუტკრეები არა ერთხელ გავაფრთხილეთ. მათ იციან, რა ზიანი მოაქვს ანტიბიოტიკის მოხმარებას, ამიტომ უმეტესობა აღარ იყენებს. არის ადამიანების კატეგორია, რომელიც წინაპრების ტრადიციას მიყვება და ჩვენს რჩევას არ ითვალისწინებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან იკრძალება ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების შემცველი ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია, თუმცა მანამდე შემოტანილი პრეპარატები ვეტაფთიაქებში მაინც იყიდება. სამეგრელოში ძირითადად ფაროსანას წამლობა ხდება, რაც ფუტკარზეც ახდენს გავლენას. მთავრობამ წინა წელთან შედარებით წელს მუშაობა დახვეწა, რეგიონების მიხედვით ჩაგვრთო მეფუტკრეებიც“, - აცხადებს ალეკო პაპავა

 

მისი თქმით, თუ რუსეთიში ანტიბიოტიკების გამო დაიხოცა ფუტკარი, ეს საქართველოზე არ აისახება, რადგან ერთი შორს ვართ და მეორე ეს გადამდები დაავადება არ არის.

 რაც შეეხება თაფლის ექსპორტს რუსეთზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა რუსული თაფლის ქართული თაფლით ჩანაცვლება. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი განმარტავს, რომ შესაძლებელია ქართველი მეფუტკრეებისთვის რუსული ბაზარი საინტერესო აღმოჩნდეს. ამის მიუხედავად პაპავა ამბობს, რომ ქართველი მეფუტკრეები რუსული ბაზრით არ არიან დაინტერესებული, ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის ექსპორტზე არიან კონცენტრირებულები.

 


„ხარისხით ჩვენ თაფლი რუსულს ჯობს. მათ არ აქვთ მრავალფეროვანი თაფლი, იქ არის წიწიბურასგან, მზესუმზირისგან და მსგავსი ტიპის მცენარეებისგან წარმოებული თაფლი. ქართული თაფლი კი სხვადასხვა მცენარისგან შეგროვებული ნექტრისგანაა წარმოებული. სიმართლე, რომ ვთქვა,  ჩვენ ორიენტირებულები ვართ ევროპის ბაზარზე. უბრალოდ ხელს გვიშლის ანტიბიოტიკების სინჯები და ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს. დასანერგია შემოწმების სისტემა, რის შემდეგაც პრობლემა მოიხსნება. სახელმწიფომ  საფუტკრეების კეთილ საიმედოობაზე უნდა მოხდინოს ინსპექტირება, თუმცა ჯერ ამისათვის მზად არ არის, დაახლოებით ერთი ან ორი წელი კიდევ დასჭირდება პრობლემის მოსაგვარებლად. 20 მაისს ინგლისში გამოფენა გაიმართა, სადაც საქართველოდან თაფლის სხვადასხვა სახეობები გაიგზავნა, ქართულმა თაფლმა ევროპის ბაზარზე დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ჩვენ პოტენციალს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს“, - განმარტავს ალეკო პაპავა.

 

ევროკავშირის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი სახელმწიფოს როლზე საუბრობს და მისგან დახმარებას ითხოვს.

 

„სახელმწიფოსგან ვითხოვთ სუბსიდირებას, რომ მეფუტკრეებს დაეხმაროს ლაბორატორიული ანალიზების გაკეთებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან შეხვედრისთვის ვემზადებით და კონკრეტულ ნაბიჯებს წარვუდგენთ, თუ რა აქვთ გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართული თაფლი ევროპაში მოხვდეს“, - განაცხადა ელეკო პაპავამ.

 

ალეკო პაპავასგან განსხვავებით ევროკავშირის ბაზრის ათვისება არარეალური ჰგონია საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანების პრეზიდენტს გიორგი კეპაშვილს.

 

„საქართველოში საჭიროა გამკაცრდეს ფუტკრის სამკურნალო პრეპარატების მიმოქცევა. აუცილებელია შემუშავდეს პესტიციდების გამოყენების კონტროლის მექანიზმი. უნდა გამკაცრდეს ანტიბიოტიკების იმპორტი, იმ თვალსაზრისით, რომ მეფუტკრეს, რომელსაც აკლია ცოდნა გარანტირებულად გამიყენოს ხარისხიანი  პრეპარატი. საქართველოში არსებული მეფუტკრეების 95 პროცენტი მოყვარულები არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად არიან დაინტერესებულები მეფუტკრეობის განვითარებით. უნდა არსებობდეს ლაბორატორია, რომელიც ყველა 38 კომპონენტზე შეამოწმებს თაფლს. დღეს საქართველოდან ანტიბიოტიკების და პესტიციდების კვლევის მიზნით პროდუქტი ევროპაში იგზავნება. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ პირველადი წარმოება ცუდად კონტროლდება. გარდა ამისა საწარმო უნდა არსებობდეს, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს თაფლის ხარისხი გადამუშავების პროცესში “,  აღნიშნავს გიორგი კეპაშვილი.

 

გიორგი კეპაშვილი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ქართული თაფლი ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა ამ ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივას ნაკლებად ხედავს. 

 

„ქართული თაფლი რუსეთის ბაზრისთვის ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა არ მგონია, რომ რუსეთში მოხდეს ექსპორტის განხორციელება, რადგან ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულია.  ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ცდილობდა რუსეთის ბაზარი აეთვისებინა. შესაძლებელია რუსეთში თაფლზე ფასი გაიზარდოს, მაგრამ ქართულ თაფლის ფასი მაინც მაღალი იქნება რადგან, ჩვენი თაფლი ყველაფრით უკეთესია. თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება რუსულ ბაზარზე შესვლის, ის მაღალი ხარისხის თაფლით უნდა შევიდეს. გარდა ამისა რუსული ბაზარი ყოველთვის იქნება დაკეტილი ვიდრე საქართველოში არ შეიქმნება ისეთი ლაბორატორია, სადაც თაფლი სრულყოფილად შემოწმდება. რუსეთს თაფლის ხარისხზე თითქმის იგივე მოთხოვნები აქვს როგორიც ევროპას“, - აცხადებს გიორგი კეპაშვილი.

 

საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანების პრეზიდენტი  სახელმწიფოს როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით არა ეფექტურად მუშაობს.

 

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ პრეპარატების მიმოქცევა არ ხორციელდება ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოში არ არის ლაბორატორია რომელიც სრულყოფილად გამოიკვლევს თაფლს და ხელისუფლება ხედავს, რომ კერძო სექტორმა საკითხი არ განავითარა აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. როდესაც ხედავს, რომ პირველადი წარმოება მოიკოჭლებს და ხშირია შემთხვევები, როდესაც თაფლში გადაჭარბებული ანტიბიოტიკია, უნდა გაითვალისწინოს, რომ ამის კონტროლის ბერკეტები მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია. მთავრობა აქტიურად უნდა მონაწილეობდეს პროცესების მართვაში და გარემოს შექმნაში, რათა მოხდეს პროდუქტის ექსპორტი“, - განაცხადა გიორგი კეპაშვილმა.

 

 ბაჩო ადამია






მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა
access_time2019-12-14 15:00:33
კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აი ღვინის სახლმა“ იყიდა. კომპანიის  მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.   ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია . ბიზნესმენმა...

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება
access_time2019-12-14 20:00:22
2020 წელს ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აკეთებს. კარანაძის თქმით, აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის...

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის
access_time2019-12-14 14:00:53
ქართული ბრენდი PARKER GEORGIA ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბავშვობის მეგობრების წამოწყება 2 წელიწადში წარმატებულ, შემდგარ ბიზნესად იქცა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება და უკვე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. PARKER GEORGIA-ს ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია. მათ ქართული ბრენდის ფეხსაცმელი საკუთარი სტილის განუყრელ ატრიბუტად...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...


მსგავსი სიახლეები

up