ევროკავშირის ანგარიში - 2019 წელს ქვეყანა განიცდიდა ეკონომიკურ აღმავლობას ევროკავშირის ანგარიში - საქართველომ საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციები გაიუმჯობესა, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში 2019 წელს ქვეყანა განიცდიდა ეკონომიკურ აღმავლობას, რის შედეგადაც მშპ-ს ზრდამ 5%-ზე მეტი შეადგინა.
2019 წლის პირველ 10 თვეში - ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა საერთაშორისო რეიტინგებში, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში.
ანგარიში ხაზს უსვამს მსოფლიო ბანკის რეიტინგს, რომლის თანახმად საქართველომ „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ კუთხით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. ამასთან, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში რეფორმების კუთხით.