ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან 25-თან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია

ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან 25-თან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია

access_time2021-01-21 13:15:53

იმპორტის $1.5 მლრდ-იანი კლების ხარჯზე, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $1.056 მლრდ-ით $4.663 მლრდ-მდე შემცირდა, თუმცა სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან სვაჭრო სალდო კვლავ დეფიციტურია. 


ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი. 2015 წელს ექსპორტმა ევრო გაერთიანებაში $645 მლნ შეადგინა, 2020 წელს - $717 მლნ, მაქსიმალურ $819 მლნ-იან მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია. იმავე პერიოდში ჩინეთში ექსპორტი $126 მლნ-დან $476 მლნ-მდე გაიზარდა. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებიდან - 2018 წლიდან დღემდე კი $202 მლნ-დან $476 მლნ-მდე. გეოგრაფიული თუ კულტურული სიახლოვის მიუხედავად ევროპას ჩინეთთან შედარებით ბევრად უფრო მკაცრი მოთხოვნები გააჩნია.


ევროკავშირთან ვაჭრობა იყო და დღემდე რჩება დეფიციტური. ევროპის კავშირში 2020 წელს ექსპორტმა $717 მლნ შეადგინა, ხოლო ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტმა $1.2 მლრდ-ით მეტი - $1.921 მლრდ.





28-დან 25 სახელმწიფოში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. დადებითი სალდო კი მხოლოდ სამთან - ბულგარეთთან, ლიეტვუასთან და ესტონეთთან გააჩნია.


ყველაზე დიდი - 467 მლნ-იანი სავაჭრო ბრუნვა გერმანიასთან გააჩნია, მეორე ადგილზე $422 მლნ-ით ბულგარეთია, სამეულს $216 მლნ-ით იტალია ასრულებს. ბრუნვა $100 მლნ-ს აღემატება აგრეთვე საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან, ესპანეთთან, პოლონეთთან და რუმინეთთან. ხორვატიასთა, კვიპროსთან, მალტასთან დალუქსემბურგთან კი $10 მლნ-ზე ნაკლებია.
ბრიტანეთი ოფიციალურად ევროკავშირის წევრი აღარაა, თუმცა შესადარისობის გასამარტივებლად 2020 წელსაც იმავე ჯგუფსია შეყვანილი, ისევე როგორც უკრაინა დსთ-ში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up