„ევროკავშირი წლებია ამას ითხოვს“ - სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის მოლოდინში

„ევროკავშირი წლებია ამას ითხოვს“ - სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის მოლოდინში

access_time2022-07-05 10:00:45

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, დღის წესრიგში, რომ დადგა იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მოცემული, ფაქტია და ამ თემაზე პოლიტიკოსების განხილვები გრძელდება. მაგრამ ევროკავშირის მიერ დადგენილი პუნქტების პარალელურად, არაერთი საკითხია რომლის მოგვარებაზეც ქვეყანამ სტატუსის მიღების გზაზე უნდა იზრუნოს, სწორედ ერთ-ერთი მათგანი სავალდებულო დაზღვევაა, რაც ასევე წლებია ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნაა.


საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სექტორი ცდილობს სავალდებულო დაზღვევის კანონი ამოქმედდეს, რადგან არ შეიძლება, რომ სავალდებულო დაზღვევა დანერგილი იყოს მთელ მსოფლიოში და ჩვენთან არა. 


„ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ევროკავშირიდან წლებია გვაქვს, არის ავტომფლობელთან პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გაშვება საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი გზა იმისა, რომ ბაზრის მოცულობა და მოსახლობის და ეკონომიკის დაცულობა გაიზარდოს. ჩვენი ბაზრის მოცულობას შეადარებენ ნორმალურ პარამეტრებს და იტყვიან, რომ არ არის თქვენი დაცულობა იმ დონეზე, რომელზეც უნდა იყოს, ჩვენ გეუბნებით ამისთვის რაც უნდა გააკეთოთ, მაგრამ... ავტომფლობელების დაზღვევა მოგვცემს დამატებით 200 მლნ ლარს, გაშუალედებურად კიდევ სადაზღვევო კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს და სხვა რაღაცებს აამუშავებს. 


სავალდებულო დაზღვევის სახეობები, რომელიც მსოფლიოშია დანერგილი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ გავალებს, რომ თქვენი ქონება დააზღვიოთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ თქვენი ქმედებით სხვა რომ აზარალოთ, იმის ანაზღაურება და კომპენსაცია არ უნდა იყოს თქვენს  შეძლებაზე და შემოსავალზე დამოკიდებული.



საქართველოში მილიონ ნახევარი მანქანაა და მათ მფლობელებს არავინ ავალებს მანქანის დაზღვევას, არადა რამდენიმე ათეული ათასი ავტოსაგზაო შემთხვევაა წელიწადში. შესაბამისად, ამ ზარალების ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული მძღოლის შესაძლებლობაზე. საქართველოს გარდა უკლებლივ ყველა ქვეყანაში, აფრიკის რამოდენიმე ქვეყანას თუ არ ჩავთვლით, სავალდებულოა მესამე პირის წინაშე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, ბრალეულობის მიუხედავად, გამონაკლისის გარეშე ხდება ანაზღაურება. სავალდებულო დაზღვევა სოციალური პროდუქტია და ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა პროდუქტი კომპენსირდება“, ამბობს დევი ხეჩინაშვილი.


სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ამოქმედდეს ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რადგან საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში ერთადერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა.


„ევროკავშირიც ამაზე ძალიან ბევრი წელია მიგვითითებს, ასოცირების ხელშეკრულებითაც ვალდებულები ვართ. გარდა ამისა, სახელწმიფო ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა იფლანგება ავტომანქანების მიერ დაზიანებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის ანაზღაურებაზე. როგორც კი ეს დაიწყება, იმედი გვაქვს, რომ საცალო ბაზარი ნელ-ნელა გამოცოცხლებას დაიწყებს“, - აცხადებს კობახიძე.


„არდის” გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ სავალდებულო დაზღვევა როგორც ინდუსტრიისთვის, ასევე ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.


„სავალდებულო დაზღვევის მასობრივი სახეობები ყოველთვის ძალიან დიდი ბიძგია ბაზრის განვითარებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ განვახორციელებთ ამ სიახლეს. მნიშვნელობა აქვს სისტემას, პროდუქტს ფასს და ბევრ სხვა შემადგენელს. სწორი განხორციელების შემთხვევაში ძალიან დიდი სტიმული იქნება ინდუსტრიისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის“,  აღნიშნავს მიხეილ ჯაფარიძე.


სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას სამ წელზე მეტია ელოდება. კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დოკუმენტის განხილვები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მოლოდინია, რომ პროცესი წელს დაიძვრება.


ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2022 წლის 3 თვეში 668,017 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 105,454 პოლისი იყო გაყიდული.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up