ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა მისთვის უფრო მძიმე გადასატანი იქნება, ვიდრე ევროპის ბლოკისთვის

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა მისთვის უფრო მძიმე გადასატანი იქნება, ვიდრე ევროპის ბლოკისთვის

access_time2016-11-29 14:59:58

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა მისთვის უფრო მძიმე გადასატანი იქნება, ვიდრე ევროპის ბლოკისთვის. ამ აზრისაა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმზღვანელი მარიო დრაგი, რომლის თანახმად, საჭიროა მოლაპარაკების პროცესის გამჭვირვალეობა, რათა გაადვილდეს ბრიტანეთის გასვლა. ამ თემას აშუქებს გაზეთი „ფაინენშალ თაიმსი" ჯიმ ბრუნსდენის სტატიაში, რომელშიც ვკითხულობთ:

 

 


„შესატყვისი შინაარსის განცხადებები ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა ბრიუსელში ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. მარიო დრაგის სიტყვით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის, ანუ როგორც მას უწოდებენ „ბრექსიტის" ეკონომიკური შედეგების წინაწარი გათვლა ამ ეტაპზე მეტად ძნელია. თუმცა, როგორც მარიო დრაგიმ აღნიშნა, ერთიანი ბაზარი დიდი სარგებელის მომტანი იყო ბრიტანეთისთვის, რომლის ბანკებმა დააგროვეს დიდძალი ანაბრები კაპიტალის და ლიკვიდობის სახით.

 

 

მაგრამ, თუკი გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდა მატერიალიზაცია ნაკლებად გახსნილი ეკონომიკისა, იქნება ეს ვაჭრობა, მიგრაცია, ან უცხო ინვესტიციები, მაშინ ცხადია, სერიოზული ზიანი მიადგება ბრიტანეთში ინოვაციას, კონკურენციას და აქედან გამომდინარე შრომის ნაყოფიერებასა და ეკონომიკური პროდუქტის გამომუშავებას - განაცხადა მარიო დრაგიმ.

 

 


უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებები გაკეთდა ინტენსიური დებატების ფონზე, რომლებიც მიმდინარეობს ბრიტანეთის მთავრობის ეკონომისტებსა და „ბრექსიტის" მომხრეებს შორის. მთავარი სადავო საკითხია ის შედეგები ქვეყნის ეკონომისთვის, რომლებიც მოჰყვება ევროპის ბლოკის დატოვებას. გასულ კვირაში გამოქვეყნდა წინასწარი საბიუჯეტო ანგარიშგება ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელიც „ბრექსიტის" მომხრეთა კრიტიკის ობიექტი გახდა ჭარბი პესიმისტური გაწყობის გამო.

 

 

კრიტიკის ქარცეცხლში განსაკუთრებულად მოექცა მარკ კარნი, ინგლისის ბანკის მმართველი, რომელიც ბრიტანეთისთვის წინასწარმეტყვეელებს სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს. კრიტიკოსთა აზრით, მარკ კარნიმ არამართებულად ჩარია ქვეყნის ცენტრალური ბანკი პოლიტიკურ დებატებში ევროკავშირში წევრობის თაობაზე.

 


 

ბოლო დროს, ბრიუსელში აშკარად შეინიშნება სულ უფრო მზრადი უკმაყოფილება „ბრექსიტის" მიმართ. ასახავს რა ამ განწყობას, მარიო დრაგი მოუწოდებს ბრიტანელებს - მეტი გარკვეულობა შეიტანონ ევროკავშირიდან მათი გასვლის პროცესში - ნათქვამია გაზეთის სტატიაში.

 

 


მასალაში ასევე მოყვანილია ევროპის მთავარი ბანკირის ბოლო გამონათქვამები:

 

 

„ბრიტანეთში გამართულმა რეფერენდუმმა წინა პლანზე წამოწია ევროზონის სუვერენობის საკითხები, ანუ რამდენად გამართლებული იყო კომერციის ზოგიერთი ასპექტის თავმოყრა ევროპის კონტინენტზე ნაცვლად ლონდონის ბიზნეს-ცენტრში.

 

 

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა „პოლიტიკური რისკების კოქტეილი" უწოდა იმ საფრთხეებს, რომლებიც გლობალურ ეკონომიკას მიადგა. ამასთან დაკავშირებით, „ბრექსიტის" გარდა, მარიო დრაგიმ მოიხსენია შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა და ასევე იტალიაში მოახლოებული რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებაზე რომელზეც ქვეყნის საბანკო სისტემის უახლოესი მომავალია დამოკიდებული. მარიო დრაგის თქმით, წლები დასჭირდება იმ ძირეულ ცვლილებებს რომლებსაც დღევანდელი მსოფლიო გაივლის.

 

 

ბრიუსელში ევროპარლამენტარებს მარიო დრაგიმ მოუწოდა განაგრძონ ეკონომიკური ექსპანსიის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა თუნდაც ეს იყოს სერიოზული გაურკვევლობის პირობებში.

 

 

მარიო დრაგის თანახმად, მომდევნო თვეებში, საერთაშორისო საზოგადოებრიობა გაარკვეულ სიგნალებს მიიღებს ტრამპის ადმინისტრაციისგან ევროკავშირისთვის საჭირბოროტო საკითხებზე" - ნათქვამია გაზეთ „ფაინენშალ თაიმსის" სტატიაში.

 

 


საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 



„დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება“

 „დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება“
access_time2019-11-19 14:34:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება ( ამოქმედება 21 ნოემბრიდან) , რადგან ის დიდი ალბათობით ქმნის რისკს დაკავშირებულს პაციენტის უფლებასთან მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა. - როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრი , ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების გარშემო შექმნილ ვითარების...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარუდგინა
access_time2019-11-19 13:30:10
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) შეხვედრას ახალ ბიზნესომბუდსმენთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი გახარიამ ასოციაციის წევრებს წარუდგინა ახალი ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი, რის შემდეგაც ისაუბრა ბიზნეს გარემოს განვითარების და დაცულობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს სტაბილური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნეს გარემო, სადაც ბიზნესმენები და ინვესტორები თავს დაცულად იგრძნობენ. მიხეილ დაუშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერს წარდგენისთვის,...

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა
access_time2019-11-19 14:20:50
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.დღევანდელი მონაცემებით, TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარია, საქართველოს ბანკში კი ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 3,0020 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა
access_time2019-11-19 13:24:14
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან,...

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“
access_time2019-11-19 12:54:38
ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება. „ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი....


მსგავსი სიახლეები

up