მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო.
„ევროკავშირირუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რთული მდგომარეობისა და არსებული დაუსჯელობის გამო, მათ შორის, ყირიმელი თათრებისა და უკრაინულენოვანი თემის წარმომადგენლების სისტემატიური დევნის გამო შეშფოთების გამოხატვას განაგრძობდა; ასევე, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებს გამო აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომლებსაც შესაბამისი მთავრობები ვერ აკონტროლებენ. ევროკავშირი აქტიურად მოუწოდებდა მათ, ვინც ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა, მიენიჭებინათ ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო მექანიზმებისთვის შეუფერხებელი წვდომა უკრაინისა და საქართველოს ამ რეგიონებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
Imedinews.ge