ევროკავშირი შაურმის აკრძალვისთვის ემზადება - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში

ევროკავშირი შაურმის აკრძალვისთვის ემზადება - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში

access_time2017-12-08 09:40:48

ევროკავშირში შესაძლოა, შაურმა აკრძალონ. ევროპარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში შესაბამისი უწყებები  აკრძალავენ, შაურმის მომზადებისთვის სპეციალურ ნორმებს დააწესებენ თუ უბრალოდ რეკომენდაციას გასცემენ. ექიმები და კვების სპეციალისტები კი, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში, თვლიან, რომ შაურმის მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია და მისი აკრძალვა თუ არ მოხდება, რეკომენდაციები მაინც უნდა გაიცეს.


ევროკავშირში შაურმის რეალიზაციის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ. მსგავსი განცხადების საფუძველი ევროპელი მეცნიერების მიერ გაკეთებული დასკვნა გახდა. კერძოდ, ევროპელი მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ შაურმაში შემავალი ნივთიერებები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ამ მოსაზრებას ევროპარლამენტარების ნაწილი იზიარებს და ფოსფატების გამოყენების შეზღუდვას ითხოვს. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, სულ მალე ევროპაში საშაურმეების დიდი ნაწილი დაიხუროს. რადგან, როგორც მზარეულები ამბობენ, ამ ელემენტის გარეშე ხორცი გამოშრება და დაიშლება.


ევროპარლამენტარების მეორე ნაწილი აკრძალვის წინააღმდეგია. მათი თქმით, შაურმის აკრძალვის შემთხვევაში, ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწიურად ევროკავშირის მოქალაქეები დაახლოებით 500 ტონა შაურმას მიირთმევენ. ამ პროდუქტის 70 პროცენტს გერმანიაში ამზადებენ.


რაც შეეხება საქართველოს, სადაც შაურმის ბიზნესი საკმაოდ მზარდია, უცნობია რა რეაგირება ექნებათ შესაბამის უწყებებს. ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.  დავით სერგეენკოს უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ „ამ საკითხზე დეტალების გარკვევა სურსათის ეროვნულ სააგენტოში უნდა მოხდეს“.


სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საშაურმეების შემოწმება მუდმივად მიმდინარეობს.


კვების ექსპერტები და ექიმები მიიჩნევენ, რომ შაურმის მოხმარება ორგანიზმისთვის მავნებელია. მათი ნაწილი კი მომხრეა, რომ ქვეყანაში შაურმის აკრძალვა მოხდეს.



როგორც საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე აცხადებს, აუცილებელია რეკომენდაციები და სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა საფრხესთან გვაქვს საქმე და ამ საკვები პროდუქტით რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს მომხმარებლის ჯანმრთელობას.


„ნებისმიერი პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა, მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს.


ევროკავშირმა გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ შაურმა საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მისი აკრძალვა უნდა მოხდეს. თუკი ქვეყნები ფიქრობენ იმაზე, რომ მათთან ეს პროდუქტი უნდა აიკრძალოს, ამ საკითხზე ჩვენი მომხმარებელი მინიმუმ ინფორმირებული მაინც უნდა იყოს.


აუცილებელია რეკომენდაციები და სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა საფრხესთან გვაქვს საქმე და რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს მომხმარებლის ჯანმრთელობას,“ - აღნიშნა მადონა კოიძემ.


„კომერსანტთან“ საუბრისას ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი აცხადებს, რომ შემწვარი ხორცი, რომელიც შაურმაში გამოიყენება დიდი რაოდენობით არასასურველ ცხიმებს შეიცავს და ის ნეგატიურ გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ეს კი სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს.


„შაურმის ხორცი ძირითადად იმპორტირებული და გაყინულია. ის სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს შეიცვას, რათა დანამატების საშუალებით გაყინულმა ხორცმა დიდხანს გაძლოს. შემდგომი პრობლემა ხორცის მომზადების პროცესთან დგას.


შემწვარი ხორცი, რომელიც შაურმაში გამოიყენება დიდი რაოდენობით არასასურველ ცხიმებს შეიცავს და ის გავლენას გულსისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს, რაც სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება. ცხიმები, რომლის წარმომავლობაც არ ვიცით შაურმაში გამოიყენება და მისი ხშირი მიღება სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას იწვევს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.



ენდოკრინოლოგი „კომერსანტთან“ საუბრისას ყურადღებას პროდუქტის დამზადების პირობებზეც ამახვილებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მისი აკრძალვა უნდა მოხდეს.


„ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტსაც, რომ ხორცი, რომელიც კუსტარულად დამზადებულ გაზის აპარატზე იწვება ღია მდგომარეობაშია და მას ფილტრაცია არ აქვს. ხორცი იმ ნივთიერებებსაც შეიწოვს, რომელიც ბუნებრივი აირის წვის დროს გამოიყენება. ეს კი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.  მე როგორც ენდოკრინოლოგი შაურმის მიღების მომხრე არ ვარ. სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის რეგულაციები, ან ზოგადად ამ პროდუქტის აკრძალვა უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ენდოკრინოლოგმა.


საჭირო რეკომენდაციის გაცემაზე და პროდუქციის მავნებლობაზე საუბრობს სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძეც. სარჯველაძის აზრით, შაურმის ყიდვის დროს მომხმარებელი ვერ აკონტროლებს ხორცის უვნებლობას.


„შაურმა შემწვარი ხორცისგან მზადდება და ეს ორგანული ნაერთი კანცეროგენია. აქედან გამომდინარე, ის ორგანიზმისთვის მავნებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ხორცზე კონტროლი მიმდინარეობს, ბევრი კომპანია მაინც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქციას იყენებს.  შაურმის ყიდვის დროს მომხმარებელი ვერ აკონტროლებს ხორცის უვნებლობას. ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული სახის განცხადება უნდა გავრცელდეს“, -განაცხადა სურსათის ექსპერტმა ეთერ სარჯველაძემ.


ევროპარლამენტში შაურმის საკითხზე მსჯელობა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სწორედ ამ პერიოდში გახდება ცნობილი, აიკრძალება თუ არა ევროპაში სწრაფი კვების ეს სახეობა. საქართველოში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას დაელოდებიან და განცხადებას ამის შემდეგ გააკეთებენ.




24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up