ევროკავშირი საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედია მომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში მიღწეულ შედეგებს  წარმატებულად აფასებს

ევროკავშირი საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედია მომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში მიღწეულ შედეგებს წარმატებულად აფასებს

access_time2020-10-12 20:30:11

საინფორმაციო საზოგადოება, აუდიოვიზუალური მომსახურება და მედიის მნიშვნელობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატურ ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 


„სხდომას, რომელიც მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



შეხვედრის მიზანს ზემოთ ჩამოთვლილ უმნიშვნელოვანეს სფეროებში ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციისა და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს პროგრესის შეფასებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხრიდან წარმატებულად და დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები.




შეხვედრას ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე მოხდა პოზიციებისა და მოსაზრებების გაცვლა.



შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პოტენციალი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და ქვეყნის, როგორც ციფრულ ჰაბად და დატა ცენტრად ჩამოყალიბების უნიკალური შესაძლებლობა.



ამას გარდა, შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა დეტალურად მიაწოდეს ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებებს იღებს კომისია ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ფართოზოლოვანი ქსელების განვითარება და 5G ტექნოლოგიის დანერგვის პროცესი, ასევე, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან აპროქსიმაციის თვალსაზრისით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up