ევროკავშირი საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებების უნარების გაძლიერებაში ეხმარება

ევროკავშირი საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებების უნარების გაძლიერებაში ეხმარება

access_time2017-01-26 13:27:12

26 იანვარს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის, „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება" შედეგების შეჯამება მოხდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოირჩევა თავისი ეფექტური საქმიანობით ქვეყანაში. ამავე დროს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სამომავლო გამოწვევებზეც. მისი თქმით, სამომავლოდ, მოსალოდნელია ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ახალი საკანონმდებლო აქტების მიღება, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს არა მხოლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მისი პრევენციაც.

 

 


პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ტრენინგების შედეგები, რომლებიც ჩატარდა პროექტის ფრგლებში. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე მოხდა საგამოძიებო სამსახურისა და მისი ადამიანური რესურსების, პრაქტიკულად სრული შეფასება, ასევე საკანონმდებლო ბაზის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით.

 

 


„საკმაოდ კარგი ინფორმაცია გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" - კორუფციის ინდექსის" და „კორუფციის მსოფლიო ინდექსის" მიხედვით ჩვენ 52-ე ადგილიდან 44-ე ადგილას გადმოვედით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს იმისთვის, რომ შეიქმნა შესაძლებლობა, მომხდარიყო როგორც კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ისე ინსტიტუციონალური დაახლოება და სტანდარტიზაცია.
პროექტის მიზანი იყო ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციები. პროექტის დახმარებით გაუმჯობესდა საგამოძიებო სამსახურის შიდა პროცესები.

 

 


დასკვნით ღონისძიებაზე შეფასდა პროექტის დაწყების თარიღიდან - 2015 წლიდან მიღებული შედეგები. მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ბადაშვილი, ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი ვინსენტ რეი, ფინეთის ელჩი საქართველოში, ქ-ნი არია მაკონენი, ასევე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები და პროექტში მონაწილე სახელმწიფო უწყებათა უმაღლესი წარმომადგენლები.

 

 


პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც საგამოძიებო სამსახური საქართველოში ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ორგანოა. ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახური ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფისა და საგადასახადო და ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულების შესახებ საკანონმდებლო და საგამოძიებო კუთხით რეკომენდაციების შემუშავების გზით.

 

 


საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2015 წლის მაისში და გრძელდება 2017 წლის თებერვლამდე. ევროკავშირის მიერ 1 230 000 ევროთი დაფინანსებული პროექტი წარმოადგენს საქართველოს საჯარო სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს. საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სამსახურების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.

 

 

 

 



აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up