ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და ქართული ლუდის კომპანიის,ორგანიზებით, 20 ნოემბერს „ზედაზენის“ ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და ქართული ლუდის კომპანიის,ორგანიზებით, 20 ნოემბერს „ზედაზენის“ ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ

access_time2018-11-21 11:48:23

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და ქართული ლუდის კომპანიის, „ზედაზენის“ ორგანიზებით, 20 ნოემბერს „ზედაზენის“ ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ.



ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა ზედაზენის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერეს და განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით ქართული ბიზნესისთვის გახსნილი სხვადასხვა პერსპექტივები.



,,საქართველოში საქმის კეთება შესაძლებელია - ეს არის კომპანია ,,ზედაზენის’’ დამფუძნებლის, ბატონ ცეზარ ჩოჩელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. დღეს ჩვენ ვიხილეთ თანამედოვე სტანდარტებით აღჭურვილი ქარხანა, დავესწარით წარმოების პროცესს და დავრწმუნდით, რომ ზედაზენის წარმოებული პროდუქციის ხარისხი მართლაც საუკეთესოა.’’ - განცხადა საქართველოს ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.




,,ქართული ლუდის კომპანიას’’ აქვს ამბიცია იყოს ლიდერი არა მარტო ქართულ ბაზარზე, თავისი წარმოებული პროდუქციის ხარისხით, არამედ ქვეყნის გარეთაც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელს უშუალოდ აცნობ თუ სად და როგორ ხდება პროდუქციის წარმოება, რაც წარმოადგენს ამ წარმოების ძირითად ფუნდამენტს.’’ - ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.




„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ დაარსების დღიდან ახორციელებს გასვლით ვიზიტებს საბჭოს წევრ კომპანიებში. პროექტის მიზანი ქართული პროდუქციის, წარმოებისა და თანამედროვე სერვისების პოპულარიზაციაა.


(R) 


თეგები:
ზედაზენი



კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა

კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა
access_time2021-02-26 16:06:22
კომპანია "ნიმა", რომელმაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღორის ხორცით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება შეუწყდება.   მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაა.   "სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიმა “, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. კომპანიამ ვერ...

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის  ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია
access_time2021-02-26 14:59:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.   მისი განცხადებით, ეკონომიკის შემცირება ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია. „როდესაც ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის უზარზარი წილი ტურიზმზე დგას, გასაკვირია? რესტორანი არ მუშაობს, მაღაზია დაკეტილია, ტურისტი არ...

როდესაც წელს -11%-იანი ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ - ზვიად ხორგუაშვილი

როდესაც წელს -11%-იანი  ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ -  ზვიად ხორგუაშვილი
access_time2021-02-26 14:00:08
„იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებული ვიყავით, ასეთი ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელიც იყო და დიდი ალბათობით ეს ტენდენცია თებერვალშიც გაგრძელდება. შესაძლოა როგორც იანვარში გვაქვს ეს არ იყოს ორნიშნა რიცხვი, მაგრამ კლების ტენდენცია გარდაუვალია – ასე გამოეხმაურა ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი იანვარში ეკონომიკის 11%-ით შემცირებას. მისი განცხადებით, როდესაც 2020 წელი  6%-იანი...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
access_time2021-02-26 11:22:05
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.   „დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.   მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის...

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია
access_time2021-02-26 11:00:14
„ბუნებრივია, არასტაბილურ გარემოში ინვესტიციებს არავინ ჩადებს, ეს კი სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია კოვიდის გამო,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა თემურ ბასილიამ ისაუბრა. პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ამერიკაში...


მსგავსი სიახლეები

up