ევროკავშირი საოკუპაციო ზოლის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი საოკუპაციო ზოლის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

access_time2019-09-06 21:05:03

ევროკავშირი საოკუპაციო ზოლის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე გაკეთდა.


განცხადებას უცველად გთავაზობთ.


„ვწუხვართ, რომ ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული გუგუტიანთკარისა და ჩორჩანა / წნელისის უაღრესად შემაშფოთებელ ბოლოდროინდელ მოვლენებში. რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და მათი მთავარი საარსებო წყაროს - ხეხილის ბაღებისა და წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს. ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, რომ პროცესების წინანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ჩაერთოს.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს გააგრძელოს კომუნიკაციის ყველა არსებული საშუალების, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოყენება. დაძაბულობის შემცირებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების გადასაჭრელად დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას და მოვითხოვთ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საქმიანობის განახლებას წინაპირობების და შემდგომი შეფერხების გარეშე.


აღმაშფოთებელია, რომ ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ რეგიონებში კვლავ უარესდება. ბორდერიზაციის აქტიური განხორციელება, გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა, ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთის პუნქტებზე განუწყვეტელი შეზღუდვები, გადაუჭრელი საკითხები დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეთნიკური ქართველების ინტერესებს აზიანებს, ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების განდევნა, თვითნებური დაკავებების გაგრძელება და დევნილთა უფლებების განხორციელების დაბრკოლება შემდგომ ძალისხმევას საჭიროებს.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და დე-ფაქტო ხელისუფლებას შეწყვიტონ ქმედებები ამ მიმართულებით. კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას გალის რაიონში რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებთან პატიმრობაში ყოფნისას საქართველოს მოქალაქის ბ-ნ კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სწრაფი გამოძიება და სრული გამჭვირვალობა ამ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეებთან (2018 წელს ბ-ნ ტატუნაშვილთან და 2016 წელს ბ-ნ ოთხოზორიასთან) დაკავშირებული ფატალური ინციდენტების დაუსჯელობის გამო და კვლავ მოვუწოდებთ ამ საქმეების, ისევე როგორც 2014 წლის ბ-ნ ბაშარულის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 25 აგვისტოს ჩატარდა ე. წ. ”საპრეზიდენტო არჩევნები”, 8 სექტემბერს გათვალისწინებული მეორე ტურის ჩათვლით. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებული ე. წ. "საპარლამენტო არჩევნების" ლეგიტიმურობას. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის / ცხინვალის რეგიონებში დე ფაქტო ხელისუფლებათა გადაწყვეტილებები ე. წ. "არჩევნების" ჩატარების შესახებ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უწყვეტ ძალისხმევას ეწინააღმდეგება.

11 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ კვლავ გადაუჭრელია. ევროკავშირი გამოხატავს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ურყევ მხარდაჭერას ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების შესაბამისად. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მისი თანათავმჯდომარეობის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით ჩვენ პროცესებში კვლავაც ჩართულნი ვართ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობაა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანას დაუღალავად აგრძელებს.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით" ნაკისრი ვალდებულებები და 2008 წლის 8 სექტემბრის "შემდგომი განხორციელების ღონისძიებები". ევროკავშირი ასევე ითხოვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (თავისი მანდატის შესაბამისად), ისევე როგორც ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმების, ჰუმანიტარული და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების დაშვებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.





„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up