2023 წელს ევროკავშირის (EU) საბაჟო კოდექსის რეფორმის პროცედურა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას trasportoeuropa.it ავრცელებს.
მილანში Fedespedi-ს მეექვსე საბაჟო კონფერენცია გაიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საბაჟო კოდექსი, რომელიც ევროპაში ძალაში 2016 წელს შევიდა და რომელიც დღეს აღარ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს.
ევროკომისიამ უკვე მოიწვია დროებითი კომიტეტი, რომელმაც შეიმუშავა ათი რეკომენდაცია, რომელიც საფუძვლად დაედო რეფორმის პროცესს. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წესების გამოყენების სტანდარტიზაცია, ვინაიდან დღეს არსებობს კონტროლის სხვადასხვა მეთოდი, სხვადასხვა სანქციები და „საბაჟო შეუსაბამობის“ განსხვავებული მართვა.
კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს იტალიაზე და, კერძოდ, საბაჟოების დიგიტალიზაციის პროცესზე. ღონისძიების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საბაჟო სააგენტომ ბრძანებულება გამოსცა იმპორტის ახალ სისტემაზე გადასვლაზე –ციფრული სისტემა Aida-ს „რეინჟინერიის“ ფარგლებში. პროცესი 2023 წლის მარტში ექსპორტისა და ტრანზიტის ახალი სისტემების გამოშვებით გაგრძელდება. შემდეგ კი იგეგმება ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტებთან ადაპტაცია, დაწყებული 2023 წლიდან საავიაციო სექტორისთვის იმპორტის კონტროლის ახალი სისტემის მეორე ფაზის დანერგვით.