ევროკავშირი რუსეთთან მეტად თანამშრომლობს, ვიდრე ბრიტანეთთან

ევროკავშირი რუსეთთან მეტად თანამშრომლობს, ვიდრე ბრიტანეთთან

access_time2021-06-17 20:00:59

ევროკავშირს და ბრიტანეთს შორის ვაჭრობის ახალმა სტატისტიკამ ბრიტანელები განარისხა - ბრექსიტის მომხრე ანალიტიკური ცენტრი Facts4EU აცხადებს, რომ ეს მონაცემები ბრიტანეთისადმი ევროკავშირის მტრულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

 

ევროსტატის სტატისტიკის გაანალიზება აჩვენებს, რომ 2021 წლის პირველ 4 თვეში, ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, ბრიტანული ექსპორტი ევროკავშირში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით შემცირდა.

 

სამაგიეროდ კვლავ მაღალ დონეზეა ბრიტანეთის იმპორტი ევროკავშირიდან. კერძოდ, ევროკავშირმა ბრიტანეთიდან მხოლოდ 35,9 მლრდ. ფუნტის პროდუქცია შემოიტანა, ხოლო ბრიტანეთის იმპორტმა ევროკავშირიდან 75,8 მლრდ. ფუნტი შეადგინა.

 

ლონდონში განსაკუთრებით გაღიზიანდნენ იმის გამო, რომ პარალელურად ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი 12,4%-ით,  32,4-დან 36,5 მლრდ. ფუნტამდე გაზარდა.

 

Facts4EU-ს ექსპერტმა დევიდ ევანსმა ეს ვითარება აღმაშფოთებლად შეაფასა.

 

„პუტინის რუსეთმა, რომელიც თითქოს და გარიყული ქვეყანაა და სანქციების ქვეშ იმყოფება, რეალურად ევროკავშირში ექსპორტის კუთხით ბრიტანეთს გაუსწრო. დღეს რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტი მესამე ადგილზეა აშშ-ის და ჩინეთის შემდეგ. რუსეთის ეკონომიკა ბრიტანეთის ეკონომიკის 55%-ს შეადგენს, თუმცა 2021 წელს რუსეთმა ევროკავშირის 27 ქვეყანაში მეტი საქონელი გაყიდა, ვიდრე ჩვენ“, - აღშფოთებულია ევანსი.


 

მისი თქმით, სავაჭრო დისბალანსს ევროკავშირს და გაერთიანებულ სამეფოს შორის  ხელს 3 ფაქტორი უწყობს. პირველი ისაა, რომ ევროკავშირმა ბრიტანულ პროდუქციაზე საბაჟო კონტროლი მკვეთრად გაამკაცრდა, მაშინ, როდესაც ბრიტანეთმა ევროკავშირის პროდუქციაზე - არა.

 

მეორე - ლონდონმა ევროპულ კომპანიებს თავის ფინანსურ სექტორში შეუზღუდავი მუშაობის უფლება მისცა, ხოლო ბრიუსელი ინგლისურ კომპანიებს თავის ბაზარზე ბარიერებს უქმნის.

 

მესამე ფაქტორია ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანული პროდუქციის მიწოდებაზე ბრიუსელის კონტროლის შესუსტება, რის გამოც ევროკავშირი ლონდონს სასამართლოში უჩივის.

 

ბრექსიტის მოწინაამღდეგეთა ბანაკიდან ამ ციფრებზე მარტივი პასუხი ისმის - „ხომ ხედავთ, ბრექსიტი კატასტროფაა, ჩვენ ხომ გაფრთხილებდით“.

 

დევიდ ევანსის თქმით, 2 კვირაში ლონდონი ისევ არჩევანის წინაშე დადგება.

 

„ევროკავშირი ბრიტანული პროდუქციის ჩრდილოეთ ირლანდიაში მიწოდების მნიშვნელოვან გართულებას მოითხოვს. ჩვენმა მთავრობამ ამაზე უარი უნდა თქვას, თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამის საპასუხოდ, ბრიუსელი აუცილებლად დაგვარტყამს - სასამართლოში გვიჩივლებს, ბრიტანულ ექსპორტს დაარტყამს, და ა.შ.“, - მიიჩნევს Facts4EU.

 

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ევროკავშირთან ბორის ჯონსონის მიერ ხელმოწერილი სავაჭრო შეთანხმებისგან ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს.

„მეტიც, ევროკავშირის 27 ქვეყანა ექსპორტს ბრიტანეთში ზრდის. ეს ისედაც ნეგატიურ სავაჭრო ბალანსს კიდევ უფრო აუარესებს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროკავშირთან ვაჭრობაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებზე გადასვლის მომხრეები და ამ პოზიციაზე დღესაც ვართ. არაერთხელ დაგვიწერია, რომ ევროკავშირი ბრიტანეთთან სამართლიანად არასდროს მოიქცევა, ამიტომაც ბორის ჯონსონის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ევროკავშირთან აუცილებლად უნდა გადაიხედოს“, - მიიჩნევს დევიდ ევანსი.

 

წყარო: express.co.uk




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up