ევროკავშირი - რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს ადგილობრივების გადაადგილების თავისუფლებას, ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ევროკავშირი - რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს ადგილობრივების გადაადგილების თავისუფლებას, ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

access_time2019-09-06 18:21:14

ვწუხვართ, რომ ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა, – ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ვენაში, ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.

 

განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული გუგუტიანთკარისა და ჩორჩანა/წნელისის უაღრესად შემაშფოთებელ ბოლოდროინდელ მოვლენებში.

 

„რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და მათი მთავარი საარსებო წყაროს – ხეხილის ბაღებისა და წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს. ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, რომ პროცესების წინანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ჩაერთოს.

 

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს, გააგრძელოს კომუნიკაციის ყველა არსებული საშუალების, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოყენება.  დაძაბულობის შემცირებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების გადასაჭრელად დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას და მოვითხოვთ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საქმიანობის განახლებას წინაპირობების და შემდგომი შეფერხების გარეშე.

 

აღმაშფოთებელია, რომ ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ რეგიონებში კვლავ უარესდება. ბორდერიზაციის აქტიური განხორციელება, გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა, ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთის პუნქტებზე განუწყვეტელი შეზღუდვები, გადაუჭრელი საკითხები დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეთნიკური ქართველების ინტერესებს აზიანებს, ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების განდევნა, თვითნებური დაკავებების გაგრძელება და დევნილთა უფლებების განხორციელების დაბრკოლება შემდგომ ძალისხმევას საჭიროებს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და დე-ფაქტო ხელისუფლებას, შეწყვიტონ ქმედებები ამ მიმართულებით. კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას გალის რაიონში რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებთან პატიმრობაში ყოფნისას საქართველოს მოქალაქის, კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სწრაფი გამოძიება და სრული გამჭვირვალობა ამ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით. ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეებთან (2018 წელს ტატუნაშვილთან და 2016 წელს ოთხოზორიასთან) დაკავშირებული ფატალური ინციდენტების დაუსჯელობის გამო  და კვლავ მოვუწოდებთ ამ საქმეების, ისევე როგორც 2014 წლის ბაშარულის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

 

„ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 25 აგვისტოს ჩატარდა ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები”, 8 სექტემბერს გათვალისწინებული მეორე ტურის ჩათვლით.  ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებული ე. წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში დე ფაქტო ხელისუფლებათა გადაწყვეტილებები ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უწყვეტ ძალისხმევას ეწინააღმდეგება.

 

11 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის  კონფლიქტის შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ კვლავ გადაუჭრელია. ევროკავშირი გამოხატავს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ურყევ მხარდაჭერას ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების შესაბამისად. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მისი თანათავმჯდომარეობის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით ჩვენ პროცესებში კვლავაც ჩართულნი ვართ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობაა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანას დაუღალავად აგრძელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებები.

 

„კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს, 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულებები და 2008 წლის 8 სექტემბრის „შემდგომი განხორციელების ღონისძიებები“. ევროკავშირი ასევე ითხოვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (თავისი მანდატის შესაბამისად), ისევე როგორც ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმების, ჰუმანიტარული და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების დაშვებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

 

 1tv.ge

 

 





5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up