ევროკავშირი BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის 1,8 მილიარდ დოზას შეიძენს. შესაბამისი კონტრაქტი ევროკომისიამ ფარმაცევტულ კომპანიებთან უკვე გააფორმა.
ევროკავშირი ვაქცინების მესამე პარტიას 2021-2023 წლებში მიიღებს. კონტრაქტის მიხედვით, ვაქცინა ევროკავშირის ტერიტორიაზე უნდა იწარმოებოდეს, ძირითადი კომპონენტები კი ევროკავშირიდან იყოს მიწოდებული.
„COVAX-პლატფორმის საშუალებით ან ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე ვაქცინების სხვა ქვეყნებისთვის გადაცემა ან გადაყიდვა შესაძლებელია, რაც გლობალურად ვაქცინების ხელმისაწვდომობას ზრდის. ახალი კონტრაქტი ევროკავშირში ვაქცინების წარმოებას გააძლიერებს, რაც მსოფლიოს სხვა ბაზრების უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს“, - აცხადებენ ევროკომისიაში.
imedinews.ge