COVID-19 -ის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა კარანტინმა ონლაინ-ვაჭრობა გაააქტიურა. როგორც Euronews-ი წერს, ინტერნეტში ყოვლისშემძლე დამცავ საშუალებებს არეკლამებენ, რომლის ხარისხი და წარმომავლობა საეჭვოა.
ევროპოლის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში სამართალდამცავმა ორგანოებმა დაახლოებით 4,4 მილიონი უკანონო ფარმაცევტული პრეპარატი ამოიღეს. ამასთან, ლიკვიდირებულია 7 ორგანიზებული- დანაშაულებრივი დაჯგუფება და 121 ადამიანი დააკავეს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ევროპული უწყებების ცნობით, ევროკავშირში კიბერდანაშაულების რიცხვი გაიზარდა. ინტერნეტში მომხმარებლებს უამრავ ფალისიფიცირებულ წამალს, სადეზინფექციო ხსნარებსა და სასწაულმოქმედ საშუალებებს სთავაზობენ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თუ შეიქმნება, ამის შესახებ თქვენი მთავრობა და ოფიციალური უწყებები შეგატყობინებენ“- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge