ევროკავშირი: მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე

ევროკავშირი: მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე

access_time2020-04-27 20:20:19

მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისების და ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ოჯახების, ცალკეული ადამიანების და თემების პრობლემების შესამსუბუქებლად, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვას კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში.

 

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობა ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპი და ძირითადი ღირებულებაა და საზოგადოების ყველა ნაწილში კარანტინს, იზოლაციას და თანდართულ ფინანსურ სტრესს თან სდევს გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაგრძელებისა და ზრდის საფრთხე.

 

ევროკავშირი მიესალმება იმ ზომებს, რომლებიც მიმართულია ამ კუთხით მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებისკენ.

 

„მისასალმებელია, რომ დახმარების სამსახურები, როგორიცაა სატელეფონო ხაზი 112 და თავშესაფრები, ხელმისაწვდომია გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის და კრიზისულ სიტუაციაზეა მორგებული. ასევე მისასალმებელია შემდგომი ზომები, როგორიცაა მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება მათი ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ისევე როგორც ნდობის მშენებლობა სახელმწიფოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რეაგირების როლი კრიზისის დაძლევის საქმეში.


 

„საქართველოს მიერ ამ კრიზისის დაძლევის საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და კვლავ აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რეაგირებას. კორონავირუსის დაძლევისთვის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მიერ ზომების მიღების და სტრატეგიების შემუშავების პარალელურად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მკაფიო გენდერულ ანალიზს საქართველოს მიერ პანდემიის ამ ერთ–ერთ მთავარ, ნეგატიურ გვერდით ეფექტთან წარმატებით გამკლავებისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო გამოწვევაა, რომელიც აიძულებს ქვეყნებს, მოქალაქეებსა და მთავრობას, ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალონ, ის ყველაზე ახდენს გავლენას.

 

„პანდემიის ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით რთულია დაუცველი ადამიანებისთვის. ჯანმრთელობისა და ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად გადაუდებელი და აუცილებელი ზომების მიღებისას არავინ უნდა გამოგვრჩეს, მათ შორის არც ის, ვინც უკვე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, იძულებით გადაადგილებულია, შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, გენდერული და ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ან უსახლკარო ბავშვია თუ ზრდასრული. ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერით მთავრობა, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი ორგანიზაციები პანდემიის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან.

 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტები, მათ შორის „სწრაფი რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, საშუალებას აძლევს მათ, დაუყოვნებლივ დაეხმარონ მოწყვლად ჯგუფებს. მსგავსი კრიზისის დროს, დემოკრატიული საზოგადოების ყველა ჯგუფი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ პლურალისტული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ხელშემწყობი გარემოს არსებობა. არავინ არის დაზღვეული ამ პანდემიის შედეგებისგან და არავინ უნდა გამოგვრჩეს. გენდერული თანასწორობა ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპი და ძირითადი ღირებულებაა. საზოგადოების ყველა ნაწილში კარანტინს, იზოლაციას და თანდართულ ფინანსურ სტრესს თან სდევს გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაგრძელებისა და ზრდის აშკარა საფრთხე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველა ბავშვს, უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა.

 

ამავდროულად, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ამ რთულ დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამედიცინო დახმარება და განათლება, ეკონომიკური მხარდაჭერა და ნებისმიერი შესაძლო დისკრიმინაციისგან დაცვა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ ის მძიმე ტვირთი, რომელიც ამ კრიზისის შედეგად დააწვა ბევრ ქალს, ვინც წინა ხაზზე მუშაობს ვირუსით მეტად მოცულ სფეროებში, ჯანდაცვასა და სოციალური სერვისებში. ამავდროულად, არის მოლოდინი, რომ ისინი თავიანთ ოჯახებზეც იზრუნებენ მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღები, დღის ცენტრები, სკოლები და სერვისები ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აღარ არის ხელმისაწვდომი”, - ნათქვამია განცხადებაში.



imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up