ევროკავშირი მიგრანტების „დაკარგული თაობის“ შექმნის საშიშროების წინაშე დგას

ევროკავშირი მიგრანტების „დაკარგული თაობის“ შექმნის საშიშროების წინაშე დგას

access_time2019-11-19 22:20:31

ევროპაში შესაძლოა ახალგაზრდა მიგრანტების „დაკარგული თაობის“ პრობლემა წარმოიქმნას. ამის შესახებ BBC ევროპის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოზე (FRA) დაყრდნობით წერს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირში 16-24 წლის მიგრანტების საზოგადოებაში ინტეგრაციის მხრივ, სერიოზული გამოწვევები არსებობს. სააგენტოს თანამშრომლებმა გამოკითხეს მიგრანტები ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და  შვედეთში და დაადგინეს, რომ თავშესაფრის მიღების პროცედურა, ხშირ შემთხვევაში, თვეების მანძილზე გრძელდება, რის გამოც, ახალგაზრდებს პასუხის მიღებამდე ქუჩაში უწევთ ცხოვრება.

 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ახალგაზრდებს ტრავმას აყენებს და მათი მენტალური ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი „ჭკვიანური ინვესტიცია“ წარმატებულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს და ევროკავშირში მიგრანტების „დაკარგული თაობის“ პრობლემა არ შეიქმნება.

 


ამისთვის სააგენტო ბლოკის წევრებს თავშესაფრის მაძიებლებისთვის პროცედურების დაჩქარებას, ოჯახების გაერთიანების გამარტივებისკენ და მიგრანტებისთვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისთვის მოუწოდებს.

 

2015-2018 წლებში ევროკავშირში თავშესაფარი ორმა მილიონმა მიგრანტმა მიიღო.

 

imedinews.ge





ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება

ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება
access_time2020-08-05 12:00:45
ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება: „მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე, მინდა...

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება
access_time2020-08-05 14:00:40
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად კომპანია რესტორნების ქსელების გაფართოებასა და განვითარებას არ წყვეტს და სულ მალე დიღმის ტრასაზე, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. როგორც „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი წელს ჯერ არსად...

საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა

საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა
access_time2020-08-05 13:30:13
„როგორც ეკონომიკის მინისტრს არ შემიძლია სიხარულით არ ავღნიშნო, რომ ქუჩაში უკვე გამოჩდნენ პირველი უცხოელი ტურისტები“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული მგზავრების ¾ ტურისტები არიან, რადგან საქართველო მიმზიდველობასთან ერთად უსაფრთხოებითაც გამოირჩევა. თურნავას განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით აგვისტოსა დ ა სექტემბრის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს
access_time2020-08-05 12:10:50
„კომერსანტმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ბეირუთის ტელევიზიის მასალა. ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ჰყავდა 2 750 ტონა „სელიტრას“ (ამონიუმის ნიტრატის) დეტონაციის გამო მოხდა, რომელიც 2014 წელს Rhosus-ის გემიდან იყო ჩამოტვირთული. ეს ინფორმაცია, ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ LBCI არხმა (ბეირუთის ტელევიზია) გადმოსცა. როგორც Rhosus-ის მეზღვაურები ამტკიცებენ, გემის მფლობელი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი იყო. 2014...

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე
access_time2020-08-05 11:35:43
2020 წლის 03 აგვისტოს, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულადუარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ...


მსგავსი სიახლეები

up