ევროკავშირი კრიპტოვალუტის დარეგულირების საკითხს განიხილავს

ევროკავშირი კრიპტოვალუტის დარეგულირების საკითხს განიხილავს

access_time2019-01-10 18:35:20

ევროკავშირის ფინანსური ბაზრის მარეგულირებელი ორგანოები ევროკავშირის ფარგლებში კრიპტოვალუტისა და მასთან დაკავშირებული აქტივების რეგულირების ახალი წესების შემოღების რეკომენდაციით გამოდიან. ახალი რეგულაციების მიზანია, მომხმარებელი ვირტუალურ ვალუტასთან ე.წ. კრიპტოვალუტასთანდაკავშირებული რისკებისაგან დაიცვას, ასევე უზრუნველყოს ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია და ფულის გათეთრების მექანიზმების პრევენცია.


ამის შესახებ ევროკავშირის ბანკების საზედამხედველო სააგენტომ და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრის საზედამხედველო ორგანომ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადეს.


როგორც ცნობილია, თავისი ტექნოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, კრიპტოვალუტა ფაქტობრივად არ ექვემდებარება კანონიკურ რეგულაციებს, რაც თაღლითობისა და ფულის გათეთრების დიდ რისკებს ქმნის. ამიტომ მთელი მსოფლიოს ფინანსური ბაზრების მარეგულირებელი ორგანოები ინვესტორებსა და მომხმარებელს ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებენ ვირტუალურ ვალუტასა და მასთან დაკავშირებულ აქტივებში ინვესტირების რისკებზე.


მაგალითად, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტისბიტკოინის ფასი 2017 წელს ელვისებური სისწრაფით გაიზრადა და წლის ბოლოს ერთი ბიტკოინის ფასმა 20 ათასი დოლარი შეადგინა. თუმცა, გასულ წელს ბიტკოინმა პიკური ღირებულების სამი-მეოთხედი დაკარგა. ე.წ. კრიპტოაქტივების ბაზრის მოცულობა კი, რომელიც ერთი წლის წინ 830 მილიარდ დოლარზე ავიდა, გასული წლის ოქტომბრისთვის 210 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.


მარეგულირებელი ორგანოები გლობალურ დონეზე ცდილობენ ამ საკითხის რეგულირებას, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების საფუძველზე ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რაკი გლობალურ დონეზე შეთანხმება ჯერ ვერ შედგა, როგორც ჩანს, ევროკავშირი ამ საკითხის საკუთარ ფარგლებში დარეგულირებას შეეცდება.

ევროკავშირის საბანკო სექტორის ზედამხედველ სააგენტოს მიაჩნია, რომ ვირტუალური ვალუტა ამოვარდნილია ევროკავშირის ფინანსური ბაზრის წესებიდან, რაც ართულებს ბაზრის სრული სურათის ანალიზს და დაუცველს ტოვებს ინვესტორებს. ევროკავშირის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრის ზედამხედველი ორგანოს განმარტებით კი, მართალია კრიტპოვალუტასთან დაკავშირებული აქტივები და ფასიანი ქაღალდების ნაწილი იურიდიულად ექვემდებარება ევროკავშირში მოქმედ სავაჭრო ნორმებს, მაგრამ ამ ნორმების აღსრულება რთულია.


საქმეს ისიც ართულებს, რომ აქამდე არ არსებობს კრიპტოაქტივის ოფიციალური განმარტება. ევროკავშირის მარეგულირებლები თვლიან, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზი ევროკავშირის დონეზე მაინც უნდა გასწორდეს.
ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ კონსესუსის მიღწევა ევროკავშირის შიგნითაც არ იქნება ადვილი. საქმე ისაა, რომ მართალია ერთის მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოები აღიარებენ კრიპტოაქტივების საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობას, მეორეს მხრივ კი, მხარეები ვერ თანხმდებიან დაუქვემდებარონ თუ არა ეს საკითხი ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელ მთავარ დირექტივებს.


ამიტომ ევროკავშირის საბანკო სექტორის ზედამხედველი იძლევა რეკომენდაციას, რომ ჩატარდეს ყოვლისმომცველი ანალიზი, თუ რა ახალი ნორმებია შემოსაღები არსებული რისკების პრევენციის მიზნით. ანალიზმა რამდენიმე საკვანძო მიმართულებას შორის ისიც უნდა გამოიკვლიოს, რა გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის წარმოებისთვის აუცილებელი დიდი მოცულობის ელექტროენერგიის ხარჯვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მდგრად განვითარებაზე.


1tv





"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up