ევროკავშირი გაზის ცენტრალიზებულ შესყიდვებზე იმსჯელებს

ევროკავშირი გაზის ცენტრალიზებულ შესყიდვებზე იმსჯელებს

access_time2021-10-27 20:00:40

ევროკავშირის ერთიანობა მორიგი გამოცდის წინაშეა - ამჟამად მიზეზი ესპანეთია. მადრიდმა, ენერგოკრიზისთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, ევროკავშირს ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც კავშირის ცალკეული ქვეყნებისთვის ენერგომატარებლებზე ფასების გადახედვის უფლების მინიჭებას გულისხმობს.

 


ამ მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გერმანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნები.

 


„ჩვენ ვეთანხმებით ევროკომისიის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ენერგომატარებლებზე ფასების ამჟამინდელი ზრდის მიზეზია მსოფლიო ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ამის გამო შექმნილი დისბალანსი და არა ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების სტრუქტურა ან კლიმატური პოლიტიკა“, - ნათქვამია ამ ქვენების ერთობლივ განცხადებაში ამ საკითხთან დაკავშირებით.

 


ესპანეთმა ოპონენტებს უპასუხა - ბუნებრივი გაზის 1 მვტ.ს.-ის გაძვირება ნიშნავს ელექტროენერგიაზე დანახარჯების 2,7 ევროთი ზრდას და ყოველდღე ვითარება უარესდება, ამიტომაც მდგომარეობა საგანგებო ზომების მიღებას საჭიროებს.

 


რამდენიმე დღის წინ ენერგოკრიზისზე ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე იმსჯელეს, თუმცა, კონკრეტული შედეგების გარეშე - შესაბამისად, ევროგაერთიანება კვლავ იმყოფება ენერგეტიკული ქაოსის მდგომარეობაში.


 

ყველა ქვეყანა ცდილობს ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლას და გამონაკლისი არც ესპანეთია - მადრიდი საჭიროდ მიიჩნევს ენერგოტარიფების რეგულირებას, რასაც დამატებითი ხარჯები მოჰყვება, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან.


 


სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ამ ინიციატივას ევროგაერთიანების სხვა ქვეყნები, რომლებიც მძიმე ვითარების მიუხედავად, სუბსიდირებას, მით უმეტეს, საერთო ყულაბიდან, არ გეგმავენ.

 


სადღეისოდ ევროკავშირის ქვეყნების პოზიციები კიდევ ერთხელ გაიყო - ჩამოყალიბდა ორი ბანაკი, რომლებიც ამ ეტაპზე ერთიან მიდგომაზე ვერ თანხმდებიან და ეს ევროკავშირს კიდევ უფრო ასუსტებს.

 


ესპანეთის ინიციატივას მომხრეების ჰყავს - მაგალითად, ისეთი ძლიერი მოთამაშე, როგორც საფრანგეთია. პარიზიც ენერგობაზრის რეფორმირების მომხრეა - საფრანგეთს დღევანდელი კრიზისი შედარებით მსუბუქად გადააქვს, რადგანაც მისი ენერგობალანსის 70% ატომურ ენერგეტიკაზე მოდის, შესაბამისად, გაზზე და ნავთობზე მისი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო დაბალია.

 


თუმცა, ისიც ზარალდება სწორედ ევროკავშირში ელექტროენერგიაზე ცენტრალიზებული ფასწარმოქმნის გამო. შედეგად, საფრანგეთში, სადაც ენერგომატარებლების დეფიციტი თითქმის არ არსებობს, ენერგია მაინც ძვირდება.

 


ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ეს ევროკავშირის ერთიანობას და ამავე დროს ევროკავშირის მოქალაქეების ნდობას „მწვანე ინიციატივებისადმი“ ძირს უთხრის.

 


ამ დროისთვის ევროკავშირში კიდევ ერთი საკამათო ინიციატივა მუშავდება - კერძოდ, გაზის ერთიანი შესყიდვა.

 


სავარაუდოდ, ამ იდეასაც მოწინააღმდეგეები გამოუჩნდებიან - ზოგიერთი ქვეყანა ენერგომატარებლებს ევროკავშირის საშუალი ფასზე იაფად იღებს და მათთვის ცენტრალიზებული შესყიდვა საზიანო იქნება.

 


 როგორც ყოველთვის, კრიზისის დროს ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ევროკავშირის პერსპექტივისთვის ეს აშკარად ცუდი ამბავია.

 

express.co.uk






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up