ევროკავშირის პირველი დიპლომატი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, სათავეში ჩაუდგეს გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლაში, მსოფლიოს სჭირდება შეერთებული შტატების ლიდერობა. წელს მსოფლიოში ადამიანთა ვაქცინაცია ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იქნება. ეს საჭიროებს სოლიდარობას, თანამშრომლობასა და საკმაოდ დიდ რესურსს. ესაა პირველი გლობალური კრიზისი, როცა ამერიკამ ლიდერი პოზიცია დაკარგა. მსოფლიოს აშშ-ს ლიდერობა სჭირდება“ - განაცხდა ჟოზეპ ბორელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge