ევროკავშირი და FAO საქართველოს მთავრობას კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულების გაძლიერებაში ეხმარებიან

ევროკავშირი და FAO საქართველოს მთავრობას კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულების გაძლიერებაში ეხმარებიან

access_time2021-02-26 15:30:00

ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რეგულარულ ონლაინ სესიებს მართავს საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ. ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მთავრობისთვის გასცეს რეკომენდაციები გარემოს დამზოგავი მეთოდების საველე სამუშაოებში ინტეგრირებისა და სოფლის მეურნეობით გამოწვეული სასათბურე გაზების შემცირების შესახებ. ინფორმაციას FAO ავრცელებს.



სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად გამართავს და პერიოდულად მოიწვევს არასამთავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
სამუშაო სესია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა გიორგი ხანიშვილმა გახსნა.



„კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, გარკვეული ვალდებულებები აქვს, გაეროს ჩარჩო კონვენციისა და პარიზის შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ, სამინისტროში, წლებია ვმუშაობთ შემოთავაზებულ გეგმაზე და მივესალმებით სამუშაო ჯგუფის მონაწილეობას ამ პროცესში“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.



შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა „2021-2023 წლების კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის“ სოფლის მეურნეობის ნაწილი მიმოიხილეს. დისკუსია გაიმართა მიზნებისა დ ამოცანების შესახებ, დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები და ღონისძიებები. მონაწილეები შეხვედრების შემდგომ განრიგზე შეთანხმდნენ, რათა მოხდეს სამუშაო ჯგუფის მიერ 2020 წელს გაწერილი გეგმის შესრულება.



სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს გზამკვლევის შექმნას, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოში კლიმატის მიმართულებით გასატარებელი პოლიტიკის შესახებ, რისთვისაც მოხდება კლიმატის ცვლილებაში სოფლის მეურნეობის წვლილის შეფასება, შესაძლო გამოსავლების განხილვა და დროში გაწერა. FAO-ს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მეთოდების დანერგვას საქართველოში. ამ მეთოდების დემონსტრირებას ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს.




„საქართველოს რეგიონებში ევროკავშირმა და FAO-მ რამდენიმე სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყო, სადაც გამოიყენება კლიმატგონივრულ, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა, მაგალითად, ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავება. სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დამკვიდრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის მხარდასაჭერად. ეს მეთოდები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის გასაუმჯობესებლად, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად და მექანიზაციაზე ფერმერთა დანახარჯების შესამცირებლად”, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა.



„2016 წლიდან FAO მხარს უჭერს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. ორგანიზაციამ ENPARD–ის ფარგლებში მოამზადა რიგი რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის პოლიტიკისათვის. შეთანხმებისამებრ, ეს რეკომენდაციები სამუშაო ჯგუფისათვის წარმოადგენს ამოსავალ წერტილს და იგი მორგებული იქნება სექტორში არსებულ ახალ გამოწვევებთან. სამუშაო ჯგუფის სესიების შედეგები შევა კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის სოფლის მეურნეობის თავში და შესაბამისობაში იქნება „გაეროს კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმასთან“, რომლის მიხედვით, 2030 წლისთვის სასათბურე გაზების 45% -იანი შემცირებაა გათვალისწინებული.



ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტია 234.5 მილიონი ევრო. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია ENPARD– ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ – გვერდზე: www.enpard.ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში.













„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up