ევროკავშირი ჩინურ ინვესტიციებზე კონტროლს ამკაცრებს

ევროკავშირი ჩინურ ინვესტიციებზე კონტროლს ამკაცრებს

access_time2021-05-11 19:00:44

ევროკომისიამ ახალი წინადადებები წარადგინა, რომელთა მიზანია ევროკავშირის ბაზარზე სახელმწიფოების მხრიდან სუბსიდირებული კომპანიებისთვის წვდომის შეზღუდვაა.

 

ბრიუსელი უკმაყოფილოა იმით, რომ უცხოური კომპანიები, რომლებიც თავიანთი მთავრობებისგან დოტაციებს იღებენ, კონკურენციას უწევენ ადგილობრივ კერძო კომპანიებს, რომლებსაც ასეთი მხარდაჭერა არ გააჩნიათ.

 

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მარგრეტ ვესტაგერის თქმით, 2019 წელს ევროკავშირში ინვესტიციებმა 7 ტრლნ. დოლარი შეადგინა:

 

„გახსნილობა სამართლიანობას მოითხოვს, ამისთვის კი შიდა კანონმდებლობა, რომელიც კერძო ბიზნესის სუბსიდირების მოცულობებს ზღუდავს, უცხოურ კომპანიებზეც უნდა გავრცელდეს. ბაზარზე წვდომის სამართლიანი წესები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკების პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში“ - განაცხადა მან.

 

ინიციატივა ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტის და ევროპარლამენტის განხილვის საგანი უახლოეს პერიოდში გახდება. პროექტი ანიჭებს ევროკომისიას ამა თუ იმ უცხოური კომპანიის საქმიანობაზე სახელმწიფო სუბსიდიების გავლენის შესწავლის უფლებას. დოტაციად შესაძლოა შეღავათიანი სესხი, სახელმწიფო გარანტიები, საგადასახადო შეღავათები, ან პირდაპირი ფინანსური დახმარება ჩაითვალოს.

 

ამ მექანიზმის ფარგლებში ევროკომისია ევროპული კომპანიების შესყიდვის ან შერწყმის გარიგებებს შეისწავლის იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორის ბრუნვა 500 მლნ. ევროს აღემატება, ხოლო ინვესტიცია - მინიმუმ 50 მლნ. ევროს შეადგენს.


 

ასევე ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ 250 მლნ. ევროზე მეტი ღირებულების ტენდერებში მონაწილე უცხოურ კომპანიების ფინანსურ ნაკადებს შეისწავლის.

 

პროექტში ასევე წერია, რომ გამოძიება შესაძლოა „სხვა გარიგებებს და საბაზრო სიტუაციებს შეეხოს“, ხოლო ევროკომისიას უცხოური კომპანიების თავისი ინიციატივით შესწავლის უფლებაც ექნება.

 

ყველა უცხოური ინვესტორი, რომელიც ზემოთხსენებულ კრიტერიუმებში მოხვდება, ვალდებული იქნება ევროკომისიას სახელმწიფო დოტაციებთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია მიაწოდოს.

 

ევროკომისიის დადებით დასკვნის გარეშე გარიგების დადება შეუძლებელი იქნება.

 

კანონპროექტში ნათქვამია, რომ მაგალითად, ჩინეთი თითქმის ყველა თავის მსხვილ კორპორაციებს ასუბსიდირებს, ხოლო მათი დოტაციების მაჩვენებელი ქვეყნის მშპ-ს 1,3-1,6%-ს შეადგენს. ევროპული კომპანიების თავიანთი ქვეყნების მთავრობებისგან სუბსიდიებს არ იღებენ, რაც მათ არათანაბარ მდგომარეობაში ავტომატურად აყენებს.

 

ევროკომისიის თავჯდომარის მოადგილის ვალდის დომბროვსკისის თქმით, ევროკავშირის მიდგომა ჩინეთთან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების თაობაზე უცვლელი რჩება, თუმცა, მისი რატიფიცირება მხარეებს შორის ურთიერთობებზეა დამოკიდებული.

 

„ევროპული კომპანიები სუბსიდიებს სახელმწფოსგან ან საერთოდ არ იღებენ, ან თუ იღებენ ძალიან მცირე მასშტაბებში. ამ დროს ჩინეთის მთავრობა მილიარდებს ხარჯავს იმ კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც ევროპაში აქტიურად საქმიანობენ. ეს უსამართლობაა და ამით ევროპული ბიზნესი ზარალდება“ - მიიჩნევს ის.


წყარო: kommersant.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up