ევროკავშირი ჩინეთს მოუწოდებს BBC-ს ჩინეთში მაუწყებლობა აღუდგინოს

ევროკავშირი ჩინეთს მოუწოდებს BBC-ს ჩინეთში მაუწყებლობა აღუდგინოს

access_time2021-02-14 12:10:40

ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა ბრიტანული მედიაკომპანიისთვის BBC World News-ისთვის ჩინეთში მაუწყებლობაზე დაწესებული აკრძალვა მოეხსნა.

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის გადაწყვეტილება "კიდევ უფრო ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციაზე წვდომას ჩინეთის საზღვრებში" და არღვევს როგორც ჩინეთის კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჰონგ-კონგის საზოგადოებრივი მაწყობლის მიერ BBC-ს გადაცემების შეჩერება "უფლებების და თავისუფლებების ეროზიაა", რომელიც ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში გასულ წელს უშიშროების ახალი კანონის მიღების შემდეგ გრძელდება.

"ევროკავშირი რჩება მედიის თავისუფლების და პლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლების დაცვის, საკუთარი აზრის ქონის უფლების და შეზღუდვების გარეშე ინფორმაციის მიღების და გაზიარების უფლების დაცვის ერთგული." – ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთში BBC მოსახლეობისთვის უკვე შეზღუდული იყო და მხოლოდ ინტერნაციონალურ სასტუმროებში ხდებოდა მისი მაუწყებლობის მიწოდება.

ჯერერჯერობით გაურკვეველია, იმოქმედებს თუ არა აკრძალვა ჩინეთში მომუშავე BBC-ის ჟურნალისტებზე. გასულ, წელს აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე და მმართველი კომუნისტური პარტიის კრიტიკის შემდეგ, ჩინეთიდან უცხოური მედიის The Washington Post-ს, The Wall Street Journal-ს და The New York Times-სჟურნალისტები გააძევეს.


2021 წლის 4 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აშუქებდა BBC ჩინეთის მთავრობის რეაგირებას კოვიდ-19 პანდემიის მიმართ და კომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

ჩინეთის მთავრობა ასევე შეშფოთებული იყო BBC-ის მიერ უიღურთა“გამოსასწორებელი” ბანაკების სიტუაციის გაშუქებით. ბრიტანული მაუწყებლობის ცნობით, ბანაკებში ქალთა სისტემატიური გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება და წამება მიმდინარეობდა. ჩინეთის მთავრობის თქმით, BBC სინძიანის უიღურთაავტონომიური რეგიონის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ჩინეთში უიღურთა ეთნიკური ჯგუფი უკვე მრავალი წელია, რაც მთავრობის მიერ შევიწროების მსხვერპლია. 

ბრიტანული მაუწყებლობის წარმომადგენელთა შეფასებით, ისინი მუდამ მიუკერძოებელ და ფაქტებზე დაფუძნებულ სიახლეებს ავრცელებდნენ.

“იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჩინეთის მთავრობამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. BBC მსოფლიოში საერთაშორისო სიახლეების ყველაზე სანდო მაუწყებელია”. - ამბობს BBC-სწარმომადგენელი. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის მასმედიის მაკონტროლებელმა ორგანო Ofcom-მა, გაერთიანებულ სამეფოებში ჩინურ ტელეკომპანია CGTN-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუწყვიტა.

Ipn.ge

თეგები:
BBC ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up