ევროკავშირი ბრაზილიიდან ხორცის იმპორტს აჩერებს – საქართველო იმპორტზე შეზღუდვის დაწესებას არ აპირებს

ევროკავშირი ბრაზილიიდან ხორცის იმპორტს აჩერებს – საქართველო იმპორტზე შეზღუდვის დაწესებას არ აპირებს

person access_time2017-03-22 19:00:00

ევროკავშირის ქვეყნები ბრაზილიური ხორცის იმპორტს აჩერებენ. CNNMoney-ს ინფორმაციით, ევროპაში სკანდალში გახვეული არც ერთი ქარხნიდან ხორცი აღარ შევა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრაზილიიდან ხორცის იმპორტი საერთოდ აკრძალა ჩინეთმა, ჩილემ, კანადამ, მექსიკამ, ეგვიპტემ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. მკაცრი კონტროლი დააწესა რუსეთმა, ხარისხის ინსპექტირებას იწყებს ამერიკა. ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბრაზილიის ხელისუფლებამ ვადაგასული ხორცით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრა.

 

 

BBC-ს ცნობით, ბრაზილიაში უვარგისი, გაფუჭებული ხორცის გაყიდვის საფუძვლით 3 ქარხანა უკვე დაიხურა; 21-ში კი შემოწმება ამ დრომდე გრძელდება. „ბიბისის" ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ კი ბრაზილიის 6 შტატში, 194 ადგილას ჩატარებული რეიდების შედეგად ფედერალურმა პოლიციამ დაადგინა, რომ ქარხანათა უმეტესობა სერტიფიკატებს ქრთამის მეშვეობით იღებდა. კომპანიებს შორის, სადაც ჰიგიენის ნორმების დარღვევა გამოვლინდა, „სადიასა" და „სიერას" ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიები JBS-ი და BRF-იც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრენდები საქართველოშიც იყიდება.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, როგორც "კომერსანტს"  შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცი საქართველოში ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარება. მათი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო - საკარანტინო კონტროლის დროს კონტროლქვემდებარე ტვირთის, მათ შორის, ხორცისა და ხორცპროდუქტების ფიზიკური შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის სიხშირე განსაზღვრულია სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის გეგმით, რომელიც ეფუძნება რისკის ანალიზს და ითვალისწინებს პროდუქციის სახეობას, წარმოშობის ქვეყანას, ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის საფრთხეს. გეგმა მტკიცდება ყოველწლიურად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით და შედგენისას გათვალისწინებულია ევროკავშირის პრაქტიკა.

 


აღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად გარე წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ან შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევების შედეგებით და ა.შ) შესაძლებელია გეგმის გარდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, განხორციელდეს სხვა დამატებითი კონტროლის ღონისძიებებიც.

 



იმპორტისთვის განკუთვნილ თითოეულ სასაქონლო პარტიას თან ახლავს შესაბამისი ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისათვის პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ და რომლის გაცემაზეც პასუხისმგებელია ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი სამსახური.

 


"ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ საქართველოში ბრაზილიიდან დაშვებულია მხოლოდ ევროკომისიის მიერ აღიარებულ საწარმოებში წარმოებული პროდუქციის იმპორტი.2015 წლიდან დღემდე კონტროლი ჩაუტარდა ბრაზილიიდან შემოტანილ ხორცსა და ხორცის პროდუქტების (სეს ესნ 02 ჯგ) 1305 სასაქონლო პარტიას, ლაბორატორიულად გამოკვლეულ იქნა 290 ნიმუში. მათგან მიკრობიოლოგიური შეუსაბამობა აღმოჩნდა 4 სასაქონლო პარტიაში (Salmonella).მათ შორის:კომპანია JBS-დან შემოსულია 114 სასაქონლო პარტია, აქედან 25 - მონიტორინგის გეგმის თანახმად დაექვემდებარა ნიმუშების აღებას, რომლიდანაც ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა Salmonella (ქათმის გაყინული ღვიძლი - 25182კგ ).კომპანია BRF-დან შემოსულია 152 სასაქონლო პარტია, აქედან 30 მონიტორინგის გეგმის თანახმად დაექვემდებარა ნიმუშების აღებას, რომლიდანაც ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა Salmonella (გაყინული ქათამი - 25700კგ - კომპანია(გაყინული ქათამი - 25700კგ).

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფი განგაშის შეტყობინების სისტემით (RASFF), რომელიც ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემას ევროკავშირის ქვეყნებში და რომელშიც ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტოც, ბრაზილიიდან ექსპროტირებულ ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე შეტყობინება არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენს მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბრაზილიიდან ხორცის იმპორტის ყველა სასაქონლო პარტია დაექვემდებარება ლაბორატორიულ კვლევას და მიღბული შედეგიდან გამომდინარე მოხდება კონკრეტულ გადაწყვეტილების მიღება"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცეკლებულ განცხადებაში. 

 

 

საქართველოში ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ლაბორატორიული კვლევის მიზეზი, ბრაზილიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე მსხვილ ხორცის მწარმოებელ ბრაზილიური კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები გახდა.

 

 

 

 

 

 



m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up