ევროკავშირი Apple-ისთვის ირლანდიის მთავრობის სასარგებლოდ გადასახადის დაკისრებას აპირებს

ევროკავშირი Apple-ისთვის ირლანდიის მთავრობის სასარგებლოდ გადასახადის დაკისრებას აპირებს

person access_time2016-08-30 19:19:52

ევროკავშირის კონკურენციის საზედამხედველო უწყების ოფიციალური პირები აპირებენ საგადასახადო დავალიანება დააკისრონ Apple-ის მულტი-ნაციონალურ კორპორაციას. ხსენებული გადასახადი დაწესდება ირლანდიის მთავრობის სასარგებლოდ. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაზრდის ტრანს-ატლანტიკურ უთანხმოებას და წინა პლანზე წამოწევს გლობალურ ოპერაციებზე საერთაშორისო კომპანიების მიერ გადასახადების გადახდის მეთოდიკას. ამ თემას აშუქებენ მარკ სკოტი და ჯეიმს კანტერი გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიაში, რომელშიც ვკითხულობთ:

 

"შესატყვისი შინაარსის იურიდიული გადაწყვეტილება ბრიუსელში გახმოვანდება. ამგვარად, როგორც ამბობენ, ასობით მილიონი დოლარი საგადასახადო დავალიანება დაეკისრება ფირმა Apple-ს.

 

ბუნებრივია, გაიზრდება დაძაბულობა ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის. ევროპელები საკუთარ თავს მიაკუთვნებენ საგადასახადო ზედამხედველობას ისეთ საერთაშორისო ფირმებზე როგორიცა Apple და Amazon-ი ევროპაში რომ ოპერირებენ. ეს უკანასკნელნი თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ ირლანდიასა და ლუქსემბურგში არსებულ ადგილობრივ, საკმაოდ რთულ საგადასახადო სისტემას, რათა შეამცირონ კორპორატიული გადასახადები, რომლებსაც ისინი სხვა ქვეყნებში იხდიან.

 

ზემოხსენებულ კომპანიებსა და სხვა მულტინაციონალურ ფირმებს ენერგიულად ექომაგება ობამას ადმინისტრაცია და კონგრესი, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ამერიკულ კორპორატიულ გავლენიანობასა და ტექნოლოგიებს. ამერიკელი ოფიციალური პირები ევროპელებს და პირველ რიგში- ევროკომისიის ოფიციალურ პირებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი მიზანდასახულად კამპანიას აწარმეობენ ამერიკული კორპორატიული წარმატებულობის წინააღმდეგ. ამერიკის მხარე აცხადებს, რომ ევროპელები უფლებამოსილებას გადადიან, როცა ამერიკულ კომპანიებს ჭარბ გადასახადებს აკისრებენ. ვაშინგტონის თანახმად, კორპორატიული საგადასახადო რეფორმაა პირველ რიგში მისახედი და ამაში პოზიციების თანხვედრაა საჭირო.

 

კომენტარებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ Apple-ის, ირლანდიის მთავრობისა და ასევე ევროკავშირის კონკურენციის საზედამხედველო უწყების ოფიციალური პირები. ამერიკული ფირმისთვის საგადასახადო დავალიანების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ აუწყა ირლანდიის ერთერთმა სატელევიზიო არხმა" - ნათქვამია სტატიაში.

 


"ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ევროპის ანტიმონოპოლიური სამსახურის ოფიციალურ პირთა თანახმად, თავის დროზე, ირლანდიის მთავრობამ ადგილობრივად შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მიანიჭა ფირმა Apple-ს, რამაც თავის მხრივ, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა ამერიკული ფირმა ევროპელ კონკურენტებთან მიმართებაში.


 

 


„უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო დავალიანების დაკისრება სერიოზული დარტყმა იქნება ამერიკული ფირმისთვის, რომელიც დაახლოებით 30 წელია რაც ირლანდიაში ოპერირებს. მას ადგილობრივად დასაქმებული ჰყავს 5,500 თანამშრომელი. ფირმის საწარმო განლაგებულია ქალაქ ქორქში, ქვეყნის სამხრეთ რაიონში.

 

 


ტექნოლოგიის გიგანტი გადაჭრით უარყოფს მისდამი წაყენებულ ბრალდებებს რომ მან თითქოს უსამართლოდ მიიღო ირლანდიის მთავრობისგან შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი. მენეჯმენტის თანახმად, მათი ფირმა, სადაც კი ოპერირებს, ყველგან ხელმძღავნელობს ადგილობრივი საგადასახადო სისტემით, ყოველგვარი პრივილეგირებული შეღავათების გარეშე. მიუხედავად ირლანდიაში ფართო ოპერაციებისა, ფირმისთვის ძირითადი საგადასახადო ტვირთი შეერთებულ შტატებშია, სადაც მისი სპეციალისტები აწარმოებენ კვლევით სამუშაოებს.

 

 


აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ათეული წლების განმავლობაში ცდილობდა გავლენის მოპოვებას საგადასახადო საკითხებში. ეს მცდელობები უფრო ინტენსიური გახდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. კერძოდ, საზოგადოებრივ უკმაყოფილებას იწვევდა კორპორაციებისთვის საგადასახადო შეღავათები იმ დროს, როცა რიგითი მოქალაქეები გაზრდილი გადასახადების გადახდას ვეღარ ახერხებდნენ. მდგომარეობას ართულებდა კრიზისის გამო სოციალური პროგრამების შემცირებაც.

 

 


უნდა ითქვას, რომ თვითონ ირლანდიის მთავრობა გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა Apple-ს ფირმის გადასახადებში ძიების წარმოებას. ეს იქნება ძნელად მოსანელებელი ირლანდიისთვის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იზიდავდა საერთაშირისო ფირმებს დაბალი კორპორატიული გადასახადებითა და სისტემური ხასიათის შეღავათებით.

 

 


ირლანდიის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის უნარს მიიზიდოს საერთაშორისო კორპორაციები და ახალი ინვესტიციები" - ნათქვამია გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში.

 



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up