ევროკავშირი ამკაცრებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის რეალიზების პირობებს

ევროკავშირი ამკაცრებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის რეალიზების პირობებს

access_time2019-02-11 19:30:51



8 თებერვალს ბრიუსელში შედგა ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც მხარეებმა შეაჯამეს ახალი, გამკაცრებული მოთხოვნები პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადი2“-ის მიმართ, რომელიც ითვალისწინებს რუსეთიდან ევროპამდე ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობას.



ამ პროექტის ირგვლივ ევროკავშირში განსხვავებული აზრებია, რადგანაც „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის რეალიზება გააძლიერებს რუსეთის საგაზო გავლენას ევროპაში და უკრაინულ სატრანზიტო მილსადენს უფუნქციოდ დატოვებს, შესაბამისად, ეკონომიკურთან ერთად, ეს მწვავე პოლიტიკური საკითხიცაა.



ასევე გაზსადენის აშენებასა კატეგორიულად ეწინაამღდეგება ვაშინგტონი.



8 თებერვალს ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება ამკაცრებს პირობებს და აძვირებს პროექტს, თუმცა, არ კრძალავს მის რეალიზებას.



შეთანხმება გახდა შესაძლებელი გერმანიის მიერ შემოთავაზებული კომპრომისის საფუძველზე - სწორედ ბერლინია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მთავარი ლობისტი, თანაც ამ გაზსადენით გადაქაჩული გაზის მთავარი მომხმარებელი.
კომპრომისი მისაღები აღმოჩნდა საფრანგეთისთვის, რომელიც პირიქით - პროექტის მოწინაამღდეგეა.



„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელი გახდა გერმანიის და საფრანგეთის თანამშრომლობის წყალობით,“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.



Reuters-ის ინფორმაციით, კომპრომისი გულისხმობს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ის მიმართ იმოქმედებს „მესამე ენერგოპაკეტის“ პირობები, ანუ, ტრანსპორტირების და გაყიდვის შეთავსების აკრძალვა, რისი წინაამღდეგი ყოველთვის იყო რუსეთი.




მოწინაამღდეგეები და მომხრეები



„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის დაფინანსებაში მონაწილეობს 2 გერმანული კომპანია - Uniper და Wintershall. ამის გარდა, მომხრეთა რიგებში არიან ქვეყნები, საიდანაც კერძო კომპანიებმა ასევე გადაწყვიტეს პროექტში მონაწილეობა - ჰოლანდია, ბრიტანეთი, ავსტრია, და საფრანგეთი, თუმცა, ბოლო პერიოდში პარიზმა შეიცვალა აზრი, მაგრამ საბოლოო ჯამში დათანხმდა ბერლინის წინადადებას.



მომხრეთა შორის ასევე არიან რუსული გაზის სხვა მომხმარებლები - საბერძნეთი, კვიპროსი, ფინეთი, ნორვეგია და ჩეხეთი.
„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მთავარი და ყველაზე აქტიური მოწინაამღდეგეა კიევი და ეს ლოგიკურია, რადგანაც მომავალი გაზსადენის მიზანია ევროპაში ცისფერი საწვავის ტრანსპორტირება უკრაინის გვერდის ავლით.



უკვე არსებული „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის წყალობით, რუსეთმა უკრაინული ტრანზიტი 6,7 მლრდ-ით შეამცირა და ამჟამად ის შეადგენს 86 მლრდ კუბურ მეტრს. 2019 წლის ბოლოს იწურება კონტრაქტი რუსეთს და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის თაობაზე და ახალ გაზსადენზე პრინციპული დასტური მნიშვნელოვანი იქნება მომავალი ხელშეკრულების გაფორმებისთვის.
უკრაინული „ნაფტოგაზის“ პრეზიდენტმა ანდრეი კობოლევმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ და უკრაინის გაზის ტრანზიტის შეწყვეტა საფრთხეს თავად ქვეყნის დამოუკიდებლობას უქმნის.



ამჟამად, უკრაინის ყოველწლიური შემოსავალი გაზის ტრანზიტიდან 3 მლრდ დოლარს შეადგენს .



„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინაამღდეგ ასევე გამოდიან ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი, დანია და სლოვაკეთი. მათი ძირითადი არგუმენტებია რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების ზრდა, კონკურენციის შესუსტება და უკრაინის და სლოვენიის ტერიტორიებზე ტრანზიტის შეწყვეტა.


რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის შესახებ საუბრობდა ასევე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც 2018 წლს ივლისში მკაცრად გააკრიტიკა გერმანია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მხარდაჭერის გამო.


აშშ-ს ამ პოზიციას აქვს ასევე ეკონომიკური საფუძველი - ამერიკული კომპანიები ევროპაში გაზის ექსპორტის დაწყებას გეგმავენ.
თავად ევროპაში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ აღიქმება, როგორც გერმანული პროექტი, რომელიც საგრძნობლად გაზრდის ბერლინის ენერგეტიკულ გავლენას კონტინენტზე - სწორედ ამის გამო იყო პარიზი მზად, უარი ეთქვა პროექტის რეალიზებაზე და სწორედ საფრანგეთის გამოვიდა პირობების გამკაცრების ინიციატივით.


Bloomberg-ის მონაცემებით, ევროკავშირი საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებას მაისის ბოლომდე გეგმავს. გადაწყვეტილების მისაღებად ახალმა პროექტმა ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 16-ის თანხმობა უნდა მიიღოს.



თუმცა, ყველაზე დიდ რისკს „გაზპრომისთვის“ წარმოადგენს არა უთანხმოება ევროპელებს შორის ( რაც თავისთავად სერიოზული პრობლემაა), არამედ აშშ-ს მხრიდან შესაძლებელი სანქციების დაწესება.



ამ დღეებში აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს რეზოლუციის პროექტს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შეჩერების მოთხოვნით. 2018 წლის დეკემბერში კონგრესმა უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროპას, უარი თქვას რუსული გაზსადენის მშენებლობაზე და ასევე მოითხოვს პრეზიდენტისგან ამ პროექტის წინაამღდეგ სანქციების შემოღებას.


კონგრესში ასევე უკვე განიხილება რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს „ჩრდილოეთ ნაკადთან“ დაკავშირებული ყველა კომპანიისთვის აშშ-სთან თანამშრომლობის აკრძალვას.


ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გაფართოებული სანქციების პაკეტი შევა ძალაში, მსხვილ ევროპულ კომპანიებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება რუსეთს და აშშ-ს შორის.



სწორედ ესაა მთავარი საფრთხე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-სთვის. ამ შემთხვევაში „გაზპრომს“ გაზსადენის მშენებლობა თავისი ძალებით მოუწევს, ეს კი ძალიან გაუჭირდება როგორც ფინანსურად, ასევე ტექნოლოგიურადაც.



rbc






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up