კორონავირუსის პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენისთვის ევროკომისია ანტიკრიზისული ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ფონდის მოცულობა შესაძლოა, 750 მილიარდი ევრო იყოს. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ დაწერა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინის თქმით, გეგმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ერთ-ერთი ვერსიით, წევრი ქვეყნები ამ 750 მილიარდი ევროდან 500 მილიარდს ევრო მიიღებენ როგორც დახმარებას, ხოლო 250 მილიარდი ევრო იქნება იაფი სესხი. ევროს, როგორც რბილი სესხის სახით.
ევროკავშირის აღდგენის პროგრამა და ბიუჯეტი 2021-2017 წლებზე გაიწერება.
bpn.ge