ევრობასკეტმა თურქეთს 64.7 მლნ ევრო მოუტანა, ისრაელს - 44.5 მლნ - რას მისცემს საქართველოს?

ევრობასკეტმა თურქეთს 64.7 მლნ ევრო მოუტანა, ისრაელს - 44.5 მლნ - რას მისცემს საქართველოს?

access_time2020-01-16 19:00:42

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტი გაიმართება.ეს არის ჩვენი კონტინენტის ერთ-ერთი ხმაურიანი, ხალხმრავალი და პოპულარული სანახაობა.მომავალი წლის 2-9 სექტებერს თბილისში 15 მატჩი გაიმართება, ჩამოვლენ NBA-ს, ევროპის ტოპ-კალათბურთელები, ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა უშუალოდ ტრიბუნიდან უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს.


თუმცა ქომაგის სიხარული, ტოპ-ხარისხის სანახაობა თუ ევრობასკეტის მნიშვნელობა ქართული სპორტის განვითარებისთვის, ცალკე, საუბრის თემებია. აქ ქვეყნის სარგებელზე ვთქვათ.


რას მოგვცემს ევრობასკეტი?


რას მისცემს ევრობასკეტი 2021 ჩვენს ქვეყანას? ერთი წლით ადრე კონკრეტულ ციფრს ვერ დავწერთ, მაგრამ რა სარგებელი მოუტანა ბოლო ევრობასკეტმა მასპინძელ ქვეყნებს, ფიბა-ს მოხსენებაში დეტალურად წერია: თურქეთმა, რომელმაც ერთ ჯგუფსა და პლეი ოფს უმასპინძლა 64.7 მილიონი ევრო ისარგებლა; ფინეთმა, რომელმაც ერთი ჯგუფის 15 თამაში მიიღო - 43.3 მილიონი ევრო, რუმინეთმა - 18.3 მილიონი ევრო, ისრაელმა - 44.5 მილიონი ევრო.


შთამბეჭდავი ციფრებია, თუმცა დაკონკრეტებაა საჭირო, საიდან მიიღო, ვინ მისცა, პირდაპირი მოგებაა თუ...ფიბა-მ შვეიცარიულ კოპანიას ევრობასკეტი 2017-ის დეტალური ფინანსური ანალიზი დაუკვეთა და მივიღეთ მკაფიო სურათი, რა სარგებლობა მოაქვს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლებისთვის. ჩვენც თანმიმდევრობით მივყვეთ.


300 ათასი ფანინებისმიერი სპორტული ღონისძიებისას შემოსავლის მთავარი წყარო გულშემატკივარია. არც კალათბურთია გამონაკლისი. ევრობასკეტი 2017-ს ჯამში 300.191 ათასი ფანი დაესწრო. ჯგუფური ეტაპის თამაშები ოთხ ქვეყანაში განაწილდა: ისრაელში ჯამში 62.925 ათასი ქომაგი დაესწრო (ამდენი ბილეთი გაიყიდა), ფინეთში - 89.864 ათასი, რუმინეთში 67.759 ათასი, თურქეთში (ჯგუფური ეტაპი+პლეი ოფი) - 85.558 ათასი.


მინდა, ყურადღება გაგამახვილებინოთ ისრაელში ფანების რაოდენობაზე. ჯამში 62.925 ათასი - ცუდი მაჩვენებელი არ არის, მითუმეტეს, რომ ეს ქვეყანა ევროპის ცენტრიდან მეტად მოშორებულია. თუ ევრო-2015-ზე ხორვატიაში სლოვენიის ნაკრების საქმაგოდ ნახევარი სლოვენია მანქანითა და ავტობუსით 2 საათში ჩავიდა, ახლო აღმოსავლეთში გადაფრენას გაცილებით მეტი დრო და ხარჯი სჭირდება.



ისრაელში 63 ათასზე გაცილებით მეტი ადამიანი შეიძლება მოსულიყო, მეტი ინტერესი რომ ყოფილიყო: საქართველოს ნაკრების მატჩების გასაშუქებლად თელ ავივში გახლდით და მაინტერესებდა, რამდენი ბილეთი იყო გაყიდული ისრაელი-საქართველოს მატჩზე, 2017 წლის 5 სექტემბერს. შეხვედრის დაწყებამდე საათით ადრე სალაროში მითხრეს - რომელ სექტორში, რა ფასიანი ბილეთიც გინდა პრობლემა არ არისო.


წარმოიდგინეთ, 2021 წელს ევრობასკეტისას, სალაროში საქართველოს ნაკრების თამაშის ბილეთი მატჩის დღეს რომ იკითხოთ, რა რეაქციას გადააწყდებით... ჩვენთან ხომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართელოს ნაკრების ყველა თამაშის ბილეთი გაყიდული იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხალხს კალათბურთი უყვარს, მეორეც - ასეთი მასშტაბის და ხარისხის ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში აქამდე არც გამართულა და... იმედია, 2021-ის შემდეგაც ჩატარდება.


მარტივი არითმეტიკა მოვიშველიოთ: საქართველოს ნაკრების თბილისში გასამართ მატჩებზე მინიმუმ 10 ათასი ბილეთი რომ გაიყიდება, წყალი არ გაუვა (რაც უფრო ტევადი არენა აშენდება, მით უკეთესი). ეს რიცხვი გავამრავლოთ ჯვაროსნების მატჩების რაოდენობაზე და მივიღებთ - 50 ათასს.


კიდევ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ თამამად - საქართველოში მინიმუმ 3 ათასი ლიეტუველი ქომაგი ჩამოვა. რატომ მაინცდამაინც ლიტველი? - იკიხავთ. საქმე ის არის, რომ ევრობასკეტის ჯგუფის ოთხ მასპინძელს პარტნიორი ნაკრების არჩევის უფლება აქვს. ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არვიდას საბონისი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის მეგობარია. წინასწარ უკვე არის მოლაპარაკება, რომ საქართველოს პარტნიორი ლიტვის ნაკრები იყოს.


ლიეტუველებს კალათბურთი რელიგიამდე აქვთ აყვანილი, ამ ქვეყნის ჟურნალისტები და ქომაგები ისრაელსა და ლიეტუვაში კარგად გავიცანი. ევროპის ჩემპიონატისთვის ისინი მთელი წელი ემზადებიან, შვებულებას ევრობასკეტის დღეებში იღებენ და რამდენიც ლიეტუვდან ჩადის საქომაგოდ, იმაზე მეტი - ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს რომ იცოდა, 2017 წელს ისრაელმა პარტნიორად ამიტომაც აირჩია ლიეტუვა, 2015-ში იგივე გააკეთა ლატვიამ.


ასე რომ, ლიეტუვა ყველასთვის სასურველი სტუმარია, ხოლო 3 ათასი მინიმალური რიცხვია, თბილისში ჩამომსვლელი ლიტველებისა. დანარჩენი ოთხი ქვეყნის (რომლებიც ჩვენს ჯგუფში მოხვდება) ქომაგებსაც თუ მივამატებთ, დღესვე შეგვიძლია დავწეროთ, რომ 2021 წელს თბილისში გასამართ 15 მატჩს 70 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება. იმაზე მეტი, ვიდრე 2017-ში ისრაელში.


საიდან ამდენი?


ორი მთავარი რიცხვი გვაქვს - გულშემატკივრების რაოდენობა და შემოსავალი ევრობასკეტის მასპინძლობის შემდეგ. თუმცა, ჩვენ ერთი კონკრეტული ჯგუფის მასპინძლის ანალიზი გვაინტერესებს. საქართველოც ხომ ერთი ჯგუფი თამასებს მიიღებს. შევთანხმდეთ, რომ რუმინეთი ინდიკატორად არ გამოგვადგება, რადგან იქ თამაშები ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობდა. არც სტამბოლი ივარგებს პარალელისთვის, რადგან ამ ქვეყანაში ორი ეტაპი იყო - ჯგუფური და პლეი ოფი. გვრჩება ფინეთი და ისრაელი.


მოდით, განვიხილოთ ისრაელი. ისევე როგორც თელ-ავივში, გულშემატკივრები თბილისშიც ვერ მოხვდებიან თვითმფრინავის გარეშე. ისრაელიც შორსაა ევროპის შუაგულიდან და საქართველოც. თან, 2017 წელს ევრობასკეტის მატჩებს სწორედ თელ-ავივში დავესწარი და ვეცდები, მკაფიო წარმოდგენა შეგიქმნათ, რა ხდებოდა იქ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას.


ისრაელმა 44.5 მილიონი ევრო მოიგო. 41.3 მილიონი უშუალოდ თელ-ავივმა, 3.3 მილიონი მის გარეთ. აქ მცირე განმარტებაა საჭირო: გულშემატკივრები უცხო ქვეყანაში მხოლოდ კალათბურთის საყურებლად არ ჩადიან. მაგალითად, 2017 წელს ორი დღე დასვენება იყო, ორივე დღეს იერუსალიმში გავემგზავრე. იქ კი უამრავი გერმანელი, უკრაინელი, ლიეტუველი და იტალიელი დამხვდა. სწორედ ამ ქვეყნის გუნდები იყვნენ ჩვენს ჯგუფში. 2011 წელს კლაიპედაში ლუდი შვიტურისის ქარხანაში ექსკურსიაზე მოვხვდი, უნდა გენახათ, რამდენი სლოვენიელი და რუსი გულშემატკივარი დააბიჯებდა ჩემთან ერთად.


დიდი საკალათბურთო ქვეყნების ქომაგებს კარგად აქვთ ჩამოყალიბებული გულშემატკივრობის კულტურა - თავისუფალ დროს უცხო ქვეყანას ათვალიერებენ, თამაშისას განუწყვეტლივ მღერიან, ხოლო მატჩის შემდეგ იმდენ ლუდს სვამენ, ისე ერთობიან, თქვენი მოწონებული.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up