„ევროაქტივი“ - ბრძოლა „კოვიდ-19“-თან და ბორდერიზაცია: საქართველო სამაგალითოა

„ევროაქტივი“ - ბრძოლა „კოვიდ-19“-თან და ბორდერიზაცია: საქართველო სამაგალითოა

access_time2020-04-21 23:55:14

პრორუსი სეპარატისტები რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში „კოვიდ-19“-ის ეპიდემიას თავიანთ სასარგებლოდ ბორდერიზაციის გასაგრძელებლად იყენებენ, თუმცა ამ რეგიონების მცხოვრებ ადამიანებს პანდემიასთან ბრძოლის დროს საქართველოს წარმატების იმედი აქვთ, – ამის შესახებ გამოცემა „ევროაქტივის“  სტატიაშია აღნიშნული.

 

„ევროაქტივი“ აღნიშნავს, რომ საქართველო „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში სამაგალითო ქვეყანაა.

 

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ „არალეგალური ბორდერიზაციის“ გაგრძელების კიდევ ერთი მაგალითი საერთაშორისო საზოგადოებამ სოფელ ტახტისძირთან იხილა.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამას საერთაშორისო საზოგადოების მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მათ დაგმეს ეს ნაბიჯი. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მომხდარს „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა.

 

„რუსეთი „კოვიდ-19“-ის პანდემიას საფარად იყენებს, რათა საქართველოში „ბორედრიზაცია“ გააგრძელოს“, – ასე გამოეხმაურა მომხდარს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

როგორც „ევროაქტივთან“ ინტერვიუში, ევროპის სამეზობლოში კონფლიქტების დარეგულირებაზე მომუშავე ორგანიზაცია „ლინკს ევროპის“ დირექტორი დენის სამუტი ამბობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები თბილისიდან მიღებულ ინფორმაციას ყურადღებით ადევნებენ თვალს.

 


„ასე რომ, საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის ქმედებები, მოუგვარებელი კონფლიქტების კონტექსტშიც მნიშვნელოვანია“, – აცხადებს სამუტი.

 

მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას მსოფლიოში აქებენ. ამიტომ ეს შესაძლოა, აისახოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების განწყობაზეც.

 

„კონფლიქტების გრძელვადიანი მოგვარება დამოკიდებულია იმაზე, როდის იგრძნობენ აფხაზები და ოსები, რომ ქართველებთან ერთად კომფორტულად ცხოვრება შეუძლიათ, ერთ სახელმწიფოში, ამ პანდემიის შედეგად შესაძლოა, ეს შესაძლებლობა უფრო რეალური გახდეს. ამისთვის აუცილებელია ქართველების ძალისხმევაც“, – ნათქვამია სტატიაში.

 

„ევროაქტივი“ აღნიშნავს, იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები  საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად მზადაა.

 

„კორონავირუსით ინფიცირებულ, ერთ აფხაზ ქალს სამედიცინო დახმარება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუწიეს. სამხრეთ ოსეთმა კი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ გამოუვლენიათ, სრულად ჩაკეტა საზღვრები“, – წერს ავტორი.

 

„გასაოცარია, რომ გლობალური პანდემიის დროსაც კი, რუსეთი და სამხრეთ ოსეთში მის მიერ მართული რეჟიმი აგრძელებს ამგვარ აქტიურობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს“, – აცხადებს სამუტი.

 

მისივე თქმით, თუ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეპიდემიასთან სამაგალითოდ ბრძოლის გაგრძელებას, „ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საქართველოს იმიჯს რეგიონში“.

 

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები ყურადღებით აკვირდებიან დანარჩენ საქართველოში მოვლენების განვითარებას“, – წერს სტატიაში „ევროაქტივი“.

 

1tv.ge


თეგები:
ევროაქტივი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up