ევრო–2016–თან თანამშრომლობის შედეგად SOCAR–ის საერთაშორისო გაყიდვები 30%–ით გაიზარდა

ევრო–2016–თან თანამშრომლობის შედეგად SOCAR–ის საერთაშორისო გაყიდვები 30%–ით გაიზარდა

access_time2016-07-12 14:50:50

აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია SOCAR–მა ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატთან თანამშრომლობის შედეგები პარიზის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში შეაჯამა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე აღინიშნა, რომ SOCAR–ი ბოლო პერიოდში უცხოეთში შვილობილ საწარმოებს ხსნის, რამაც მას შესაძლებლობა მისცა, მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიად ქცეულიყო.


სარეკლამო კამპანიის წინასწარი მონაცემებით, ევრო–2016–ის ფარგლებში კომპანიის პროდუქციის გაყიდვები საერთაშორისო ბაზრებზე 30%–ით გაიზარდა. 

 

ამასთან, პარიზში SOCAR–ის ფანზონას მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, სოციალურ ქსელებში კომპანიის პუბლიკაციები კი 90 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.


„უეფასა“ და „სოკარს“ შორის საპარტნიორო შეთანხმების შესახებ 2013 წელს გამოცხადდა. შეთანხმების თანახმად, კომპანია „უეფას“ ნაციონალური გუნდური შეჯიბრების ოფიციალური პარტნიორი გახდა, მათ შორის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატში. 


 

არსებული ინფორმაციით, SOCAR–მა 4–წლიან კონტრაქტში „უეფას“ 80 მილიონი ევრო გადაუხადა.

 

კომპანიის სარეკლამო დაფები ევროპის ჩემპიონატის ყველა სტადიონზე იყო განთავსებული. 


SOCAR–ის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის განცხადებით, აღნიშნული კონტრაქტით მისი კომპანია დადგა ისეთი მსოფლიო კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Coca-Cola, Adidas, McDonald’s, Hyundai/Kia, Continental, Orange, Turkish Airlines, Hisense და Carlsberg. 

 

„ჩვენი მიზანია– გავხდეთ გლობალური ენერგეტიკული კომპანია და აღნიშნულ თანამშრომლობას განვიხილავთ როგორც შესაძლებლობას შეიქმნას უნიკალური პლატფორმა SOCAR–ის საერთაშორისო იმიჯის ასამაღლებლად როგორც პრემიუმ–კლასის ენერგეტიკული ბრენდისა, ევრო–2016–ის მაყურებლებში ევროპასა და მთელ მსოფლიოში,“ – განაცხადა აბდულაევმა და აღნიშნა, რომ მისი კომპანია უკვე იქცა მსოფლიო კლასის საერთაშორისო ბრენდად.

 

„პირველ რიგი უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დავიწყეთ სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის რეალიზაცია აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში მიწოდების მიზნით. ასევე უნდა აღინიშნოს ნავთობქიმიური  კომპლექსის Petkim–ის მოდერნიზაცია და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის STAR–ის მშენებლობა თურქეთში, SOCAR–ის  გაყიდვების ქსელის შექმნა საქართველოში, უკრაინაში, რუმინეთში, შვეიცარიაში, ჩვენი პროექტები მალტასა და საბერძნეთში.“ – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

 

აბდულაევის განცხადებით, პირველად „უეფას“ ისტორიაში, კომპანია–პარტნიორი გამოვიდა სლოგანით, რომელშიც ქვეყნის სახელწოდება ფიგურირებს. 

 

შეგახსენებთ, რომ კომპანიის სლოგანი ასე ჟღერდა: SOCAR - Energy of Azerbaijan.



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up