გიორგი ქობალია-„ევრო 5 სტანდარტის საწვავზე გადასვლა ტოტალური მავნებლობაა - ამ ტიპის საწვავის ყიდვა რუსეთისგან მოგვიწევს“

გიორგი ქობალია-„ევრო 5 სტანდარტის საწვავზე გადასვლა ტოტალური მავნებლობაა - ამ ტიპის საწვავის ყიდვა რუსეთისგან მოგვიწევს“

access_time2019-07-31 12:30:22

„ევრო 5 სტანდარტის საწვავზე ტოტალური მავნებლობაა საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მისივე თქმით, ევრო 5 სტანდარტის შემოღება გამოიწვევს მხოლოდ საწვავის გაძვირებას, კიდევ უფრო გაამწვავებს უარყოფით სავაჭრო ბალანსს და მისთვის, გაუგებარია, თუ რატომ იღებს ხელისუფლება ასეთ მავნებლურ გადაწყვეტილებებს.


„ევრო 5 სტანდარტის საწვავზე გადასვლა არის ტოტალური მავნებლობა საქართველოსთვის. საქართველო არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანა, როგორიც ევროკავშირის ქვეყნები, ამიტომ მათთან გატოლება ევრო 5 სტანდარტის შემოღებით, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია. ევრო 5 სტანდარტის შემოღება გამოიწვევს მხოლოდ საწვავის გაძვირებას, კიდევ უფრო გაამწვავებს უარყოფით სავაჭრო ბალანსს. რაც მთავარია, არანაირი რეალური ეფექტი ეკოლოგიასთან არ ექნება, რადგან ევრო 4 და ევრო 5 სტანდარტს შორის ეკოლოგიის თვალსაზრისით, ძალიან მცირე სხვაობაა.


მაშინ როცა ავტოპარკში 50%-ზე მეტი 20 წელს გადაცილებული ავტომობილი გყავს, ევრო 5-ზე ლაპარაკი ან მავნებლობაა, ან არ გამოვრიცხავ რაიმე ტიპის გარიგება იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ამ ტიპის საწვავს ვერ შემოიტანს, რადგან არ აქვთ ევრო 5 -ის საწვავი და რომც ჰქონდეთ უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ევრო 4. შესაბამისად, ამ სტანდარტის საწვავს შემოიტანს რუსეთი და თუ იტყვის, რომ აღარ შემოვიტანო, მოგვიწევს წავიდეთ და ვიყიდოთ ევროპაში, რაც საწვავს კიდევ უფრო გააძვირებს.



შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ იღებს ხელისუფლება ასეთ მავნებლურ გადაწყვეტილებებს. ეს საკითხი მთავრობაში რომ ვიყავი ჩემთვის ერთ-ერთ საიდუმლოდ დარჩა,“- აღნიშნა ქობულიამ.


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხმა ევრო 5 სტანდარტამდე უნდა აიწიოს.


BPN.ge






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up