ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს საქართველო შეუერთდა

ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს საქართველო შეუერთდა

access_time2019-05-22 18:19:28

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების, ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს მისაღებად სტარტაპების რეგისტრაცია დღეს იწყება! დღეიდან 21 ივლისამდე გაქვთ შესაძლებლობა წარადგინოთ სტარტაპი საქართველოდან 19 კატეგორიაში.


ნაციონალურ დონეზე გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და შეძლებენ რეგიონალურ ფინალურ ღონისძიებაზე დასწრებას. უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი,სომხეთი, რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი , ბელარუსია და ახლა უკვე საქართველო საერთაშორისო ეკოსისტემის ბაზარს საკუთარ სტარტაპებს გააცნობს. თბილისის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი კრეატიული განვითარების ცენტრთან ერთად კონკურსის, „ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს“ პარტნიორი გახდა. საერთაშორისო კონკურსი 18 ნომინაციას მოიცავს და 300 მილიონიან სწრაფად განვითარებად ახალი ეკოსისტემის ბაზარს ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე ფარავს. კონკურსში მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ გაიცნონ საერთაშორისო დონის პარტნიორები, ინვესტორები, ექსპერტები, ინკუბატორები, აქსელერატორები.


კონკურსის მიზანია დაეხმაროს ბიზნესებს და სხვადასხვა კორპორაციის წარმომადგენლებს გლობალურ პლათფორმაზე აღმოაჩინონ ინოვაციური სტარტაპების ახალი თაობა. ნომინაციების ეტაპის გავლის შემდეგ, სტარტაპები ჩაერთვებიან ონლაინ შეჯიბრში. თითოეულ კატეგორიაში საუკეთესოებს შეარჩევენ ადგილობრივი ეკოსისტემის ექსპერტები და მათ რეგიონულ შეჯიბრზე წარადგენენ . გლობალურ, ფინალურ ღონისძიებაზე კი ერთმანეთს ყველაზე ინოვაციური კომპანიები შეეჯიბრებიან. ამ ეტაპზე ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს გუნდი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად აკომპლექტებს ჟიურისა და ბრენდ ამბასადორებს, რომლებიც საქართველიდან ნომინირებულ სტარტაპებს გლობალურ შეჯიბრში წარადგენენ.



პროექტის ვებგვერდი: www.euroasianstartupawards.com

ნომინაციების პლატფორმა: http://bit.ly/2YCmWIw







m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up