„ევრაზიის ჯგუფის“ დამფუძნებელი : საქართველოს კარგი მმართველობის მიღმა მსოფლიოსთვის ბევრი არაფერი აქვს შესათავაზებელი

„ევრაზიის ჯგუფის“ დამფუძნებელი : საქართველოს კარგი მმართველობის მიღმა მსოფლიოსთვის ბევრი არაფერი აქვს შესათავაზებელი

access_time2021-03-11 13:30:26

ევრაზიის ჯგუფის“ დამფუძნებელი იან ბრემერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო ძალიან პატარა ბაზარია, რომელსაც ინვესტორების მიზიდვა მხოლოდ კარგი მმართველობით შეუძლია. ის ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის საგარეო იმიჯს აზიანებს და რომ ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში თითქმის არასოდეს ხვდება, საკუთარ თავს უარყოფით ჰედლაინებში მოხვედრის უფლება უბრალოდ არ უნდა მისცეს.

 

ბრემერი ასევე ამბობს, რომ დიდი ძალების კონკურენციის ფონზე, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა დღითიდღე კლებულობს და სწორედ ამიტომ, ქვეყანამ ინვესტორებს ის უნდა დანაახოს, რომ სხვა ქვეყნებზე მეტად სანდო, მეტად დემოკრატიული და მეტად სტაბილურია. მისი თქმით, საქართველოს მსოფლიოსთვის კარგი მმართველობის დემონსტრირების მიღმა შესათავაზებელი ბევრი რესურსი არ აქვს. იან ბრმერს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

 

“საქართველოში, როგორც იცით, პოლიტიკური კრიზისი მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესებს ეკონომიკური პრიზმიდან რომ შევხედოთ — კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, შეიძლება, თუ არა შიდა პროცესებს გავლენა ჰქონდეს უცხოური ინვესტიციების მოძიებაზე?”

 

ვფიქრობ, ის სიმართლეა, რომ საქართველო ერთი ბეწო ბაზარია, რომ ის ახალი უცნობი ბაზარია და ის სუსტი გულის მქონე ინვესტორებისთვის არაა. მაგრამ, ვინც ასეთ პერიფერიულ ბაზრებს უყურებს, ყველამ იცის, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო იმაზე მეგობრულია უცხოური ინვესტიციებისთვის, ვიდრე ყველა სხვა მისი მეზობლის. ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ბოლო წლის და ბოლო კვირების მოვლენები კითხვებს აჩენს, განსაკუთრებით, სასამართლოსთან დაკავშირებით, სასამართლოს პოლიტიზირებასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, მოექცევიან თუ არა ინვესტორებს სამართლიანად დავის გაჩენის შემთხვევაში. ქვეყანა ჯერ არ არის ამ ეტაპზე, მაგრამ მე დავიწყებდი იმაზე ნერვიულობას, რომ ახლო მომავალში საქართველო არ მივიდეს იმ ეტაპამდე, როცა მისი, როგორც კორუფციის შედარებით დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის რეპუტაცია გაქრება.

 

ცხადია, შიდა დეტალებზე საუბარს არ გთხოვთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი არაერთი კრიზისი გინახავთ ბევრ სხვა ქვეყანაში, სად ხედავთ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალს? როგორ შეიძლება ეს კრიზისი დამთავრდეს?

 

ვფიქრობ, საქართველოში, განსაკუთრებით, რუსეთის სამხედრო ჩარევის ისტორიის გათვალისწინებით, ვერ ვხედავ იმის ალბათობას, რომ საქართველო უცებ მოსკოვის მოკავშირე გახდეს. ეს არ მგონია შესაძლებელი იყოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ევრო-ატლანტიკური თეატრის მიმართ ერთგულება აქვს დაფიქსირებული. ამასთან, შეერთებული შტატები და ევროპა საქართველოს ჯერ ისევ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებენ. თუმცა, ვფიქრობ, დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბული იქნება. ამერიკელები და ევროპელები საქართველოს სანქციებს არ დაუწესებენ იმის გამო, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობაში მათ პოზიციას შეასუსტებს. მაგრამ ისინი არ იქნებიან კმაყოფილი ამ შედეგით. საქართველოს წარმატება მათთვის მნიშვნელოვანია.

 

 

ის, რაც დღეს ხდება ჩავარდნაა, რადგან პარტიები საქართველოში პერსონალიების და თეატრის გარშემო აშენდა იმის ნაცვლად, რომ ეს პოლიტიკისა და ინსტიტუტების გარშემო მოხდარიყო.  და როცა ასე ხდება, ეს  სასამართლოს, სამართალდამცავების დამოუკიდებლობას ძირს უთხრის.

 

 

რა აქვს საქართველოს? მახსოვს მაგისტრატურაზე, რომ ვსწავლობდი ასე ვამბობდით, რომ სომხებს დიასპორა ჰყავთ, აზერბაიჯანელებს ნავთობი აქვთ, საქართველოს კი შევარდნაძე ჰყავსო. ეს სინამდვილეში იმაზე მეტყველებს, რომ ქართველები რთულ სიტუაციაში არიან. მათ ბევრი არაფერი აქვთ, რის შეთავაზებაც საერთაშორისო გარემოსთვის შეუძლიათ. ქართველების წარმატება, ყველაზე მეტად, შედარებით პოლიტიკაზეა დაფუძნებული. მათი წარმატება წვრილი კორუფციის აღმოფხვრა და სხვა მსგავსი ნაბიჯები იყო. ის, რაც დღეს ხდება ჩავარდნაა, რადგან პარტიები საქართველოში პერსონალიების და თეატრის გარშემო აშენდა იმის ნაცვლად, რომ ეს პოლიტიკისა და ინსტიტუტების გარშემო მომხდარიყო. და როცა ასე ხდება, ეს სასამართლოს, სამართალდამცავების დამოუკიდებლობას ძირს უთხრის. მაგალითისთვის, იგივე ხდება დღეს ელ სალვადორში. ეს, განსაკუთრებით, ისეთი ქვეყნების ინსტიტუტებს ასუსტებს, რომლებიც შედარებით სუსტი და ღარიბია. ეს არის დღეს საფრთხე საქართველოსთვის და მსოფლიოს გარშემო საქართველოს ბევრი მეგობარი, და მათ შორის მეც ვარ, უბრალოდ ინტერესს დაკარგავენ ამ არაჩვეულებრივი, პატარა ქვეყნის მიმართ, თუ მათ ამ გზაზე სვლა გააგრძელეს.

 

თქვენ მოკლედ შეეხეთ სანქციების თემას. ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების თემა საქართველოში პოლიტიკური განხილვების მნიშვნელოვან საკითხად იქცა. თქვენ კარგად იცნობთ ამერიკის პოზიციას სხვა მსგავს შემთხვევებში. რამდენად რეალისტურია ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება?


 

ვფიქრობ, ეს ძალიან არარეალისტურია. ვფიქრობ, როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი პოლიტიკის მწარმოებლები ამას შეხედავენ როგორც უკუპროდუქტიულს სიტუაციის დეესკალაციის თვალსაზრისით. საქართველო არ არის ირანი, ეს არ არის თურქეთი, რომელიც შეერთებულ შტატებს ბევრ გადაწყვეტილებაში ეწინააღმდეგება. აქ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო დაახლოებას ცდილობს. ამიტომ, ვფიქრობ, სანქციებს უკუპროდუქტიულად შეაფასებენ.

 

რა არის რისკები, რომლებსაც ინვესტორები ითვალისწინებენ, როდესაც ქვეყანაში შედიან? თქვენ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანობის განცდა ახსენეთ. კიდევ რას ითვალისწინებენ ისინი?

 

საქართველო ერთი ბეწოა, ძალიან პატარაა.  ამიტომ, საქართველო ყველას უნდა სჯობდეს.  თქვენ რომ ანგოლა იყოთ, არავისზე უკეთესობა არ დაგჭირდებოდათ, უბრალოდ კონტრაქტს მოაწერდით ხელს.  ვიღაც მოვიდოდა, მიწიდან რესურსს ამოიღებდა, გაყიდდა და ფულს მოგცემდათ.  როცა საქართველო ხარ, რეალურად უნდა შექმნა საინვესტიციო გარემო, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს შენით გრძელვადიანად დააინტერესებს.

 

 

ყველა ინვესტორი მზადაა რისკზე წავიდეს, მაგრამ მათ ამის სანაცვლოდ ანაზღაურება სურთ. რაც უფრო მაღალია რისკი, მით მაღალია მათი შემოსავლის ზრდის მოლოდინი. თუ საქართველო ვერ სთავაზობს ინვესტორებს წარმოუდგენლად სახარბიელო ზრდას, როგორც პატარა ბაზარი, მაშინ მათ უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სხვებს აჯობონ, მაგალითად მარეგულირებელი გარემოს შექმნით. მათ სურთ იცოდნენ, რომ ფულის ჩადება საქართველოში რადიკალურად არ განსხვავდება კანადაში ფულის ჩადებისგან. ინვესტორებს სურთ იცოდნენ, რომ ბიზნეს საქმიანობა შესაძლებელი იქნება, რომ იშოვიან მაღალ-უნარიან დასასაქმებელ ადამიანებს, რომ ინტერნეტი უწყვეტად იმუშავებს, რომ რაღაც მომსახურება არ გაეთიშებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ სურთ იცოდნენ, რომ ადგილობრივი პოლიციელი მათ წილში არ ჩაუჯდება, ან რომ ვიღაცას ქვეყანაში არალეგალური ბიზნესი არ აქვს, რომელიც მათი კონკურენტი იქნება. ბევრი სხვა მსგავსი ფაქტორია.

 

როდესაც საუბრობ ისეთ ქვეყნებზე, სადაც ბევრი ადამიანი არ მოგზაურობს, ფაქტობრივად ისეთ ინვესტორებსა და ადამიანებზე ამყარებ იმედებს, რომლებიც ან იქიდან არიან წარმოშობით, ან უკვე წლებია იცნობენ ქვეყანას ან ოჯახური კავშირები აქვთ და ასე აქვთ შექმნილი საკუთარი ქსელი და აქედან აქვთ რაღაც სახის უფრო ღრმა კავშირი, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ თუ რაღაც პრობლემა გაჩნდა, მისი გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება. როდესაც ინვესტიციას ისეთ ქვეყანაში დებ, როგორიც საქართველოა, წინასწარ იცი, რომ პრობლემები იქნება. ინვესტორისთვის ეს ძალიან განსხვავდება იმ სისტემებისგან, რომლებსაც ისინი მიჩვეული არიან.

 

 

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ძალიან პატარა ბაზარია, რომელსაც დამატებითი რესურსები არ აქვს. თუმცა, საქართველო შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც საინტერესო ადგილზე მდებარეობს, არაჩვეულებრივი სამზარეულო აქვს, დიდებული ისტორიის მქონე ქვეყანაა და ტურისტებისთვის ძალიან კარგი დანიშნულების წერტილია. ეს ყველაფერი დადებითი ფაქტორებია. მაგრამ საქართველო ერთი ბეწოა, ძალიან პატარაა. ამიტომ, საქართველო ყველას უნდა სჯობდეს. თქვენ რომ ანგოლა იყოთ, არავისზე უკეთესობა არ დაგჭირდებოდათ, უბრალოდ კონტრაქტს მოაწერდით ხელს. ვიღაც მოვიდოდა, მიწიდან რესურსს ამოიღებდა, გაყიდდა და ფულს მოგცემდათ. როცა საქართველო ხარ, რეალურად უნდა შექმნა საინვესტიციო გარემო, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს შენით გრძელვადიანად დააინტერესებს.

 

 

თქვენ თქვით, რომ საქართველო საინტერესო ადგილზე მდებარეობს. ქართველებს აქვთ შეხედულება, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანაა. ამერიკასა და ჩინეთს შორის დიდი ძალების კონკურენციას თუ გავითვალისწინებთ, სად ხედავთ საქართველოს? სად უნდა ხედავდეს საქართველო საკუთარ თავს სტრატეგიული თვალსაზრისით?

 

 

საქართველოს მდებარეობა უფრო და უფრო ნაკლებად სტრატეგიული ხდება ყოველ დღე, ყოველ საათს. დარწმუნებული ვარ, გსმენიათ აზიისკენ გადახრაზე, რაც ობამას დროს გამოცხადებული პოლიტიკა იყო. ეს ახლა ხდება. ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც ყველა რესპუბლიკელი, აცნობიერებს, რომ საგარეო პოლიტიკაში ჩინეთთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტი, ყველაზე მნიშვნელოვანი ანტაგონისტია ამერიკისთვის. ამას ის ერთვის, რომ გლობალური ეკონომიკის მიზიდულობის ძალა სწორედ ჩინეთშია. ახლო აღმოსავლეთი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, რუსეთი დაღმავლობის გზაზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინი იყო, დღეს ის გეოპოლიტიკური გარეუბანი ხდება. ეს რეალობა იმას ნიშნავს, რომ ისეთმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, საკუთარი თავი სხვა მეთოდებით უნდა წარმოაჩინოს. მან საკუთარი ბრენდირება სხვაგვარად უნდა მოახდინოს.

 

რა არის საქართველო დღეს, როცა შევარდნაძე აღარ არსებობს? ვფიქრობ, რომ დღეს ბევრი რამ აქვს საქართველოს ისეთი, რაც მას საერთაშორისო დონეზე სხვებისგან განასხვავებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა გადაძალოს იმან, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაიჭირეს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ ამერიკელები და ევროპელები მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ. თქვენ საკუთარ თავს უარყოფით ჰედლაინებში ყოფნის უფლება არ უნდა მისცეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში თითქმის არასოდეს არის. უბრალოდ მართლა არ შეგიძლიათ.

 

 

საინტერესოა თქვენი ნათქვამი, რომ სტრატეგიულად საქართველო უფრო და უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. შესაძლებელია, რომ რუსეთი ცდილობდეს იმას, რომ საქართველოში არსებული დასავლეთი ბოლომდე შეავიწროვოს და განდევნოს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა დღეს რუსეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჰყავს ჯარი განლაგებული. რის გაკეთება შეიძლება ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად?

 

 

კიდევ ერთხელ, უკეთესი მმართველობა და დასავლეთისთვის უფრო მეტად მიმზიდველ ქვეყნად ყოფნა. ამის მიღმა საქართველოს ძალიან ცოტა რამ აქვს შესათავაზებელი.

 

 

amrikiskhma.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up